ნეო ტვ ევროინტეგრაციის თემაზე კონკურსს აცხადებს, გამარჯვებულს ფულადი პრიზი და Neo Fest – 2023-ის ტიტული გადაეცემა

Share post:

ნეო ტვ აცხადებს სტატიების, პოსტერების და ბლოგების კონკურსს თემაზე, “დემოკრატიული პროცესების განვითარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის პროპაგანდის აღმოსაფხვრელად”. აპლიკანტმა ნამუშევარში უნდა გამოიყენოს არსებული კვლევები და მონაცემები (წყაროს მითითებით) საქართველოში გავრცელებული მითების საპირწონედ.

ტექსტური მასალის შემთხვევაში საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას (Word), პოსტერი კი უნდა გამოგზავნოთ JPG (940*788) ფორმატში, 2023 წლის 30 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: neotv.ge@gmail.com

გამარჯვებული გამოვლინდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 10 დეკემბერს და დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.

კონკურსი ცხადდება ნეო ტვ-ს პროექტის, “Neo Fest – 2023 – ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელიც შიდა ქართლში “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით უკვე მეორედ ხორციელდება.

დაკავშირებული სტატიები

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...

ციფრული ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში – მეწარმე ქალების სასწავლო კურსი დასრულდა

დასრულდა ერთთვიანი, ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15 მეწარმე ქალი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებისთვის...

მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის კურსი იწყება

გორში, ტექნოპარკის ბაზაზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში სასწავლო კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო. 2-თვიანი ინტენსიური პროგრამა, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცვს...