პოზიტიური ცვლილებების ელჩი – კონკურსი გორელი ახალგაზრდებისთვის

Share post:

კონკურსი მოტივირებული და სამოქალაქო საქმიანობით დაინტერესებული ახალგაზრდების შესარჩევად რეგისტრაცია დაიწყო.

თუ ხარ 15-25 წლის

  • აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდა,
  • ცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტში,
  • ხედავ შენს თემში არსებულ გამოწვევებს და გსურს უკეთესობისკენ შეცვალო არსებული მდგომარეობა, მაშინ ეს შანსი შენთვისაა:

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), პროექტის “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის განვითარებისთვის”ფარგლებში, იწყებს იმ ახალგაზრდების შერჩევას, რომლებიც ახალაგაზრდული კლუბის (#YAC) საქმიანობის ფარგლებში გახდებიან პოზიტიური ცვლილების ელჩები გორის მუნიციპალიტეტში.

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში და სამოქალაქო ქმედებებში.

შერჩეულ ახალაგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა:

  • დაესწრონ საინტერესო და მათ საჭიროებებზე მორგებულ სემინარებსა და ვორქშოფებს;
  • გაეცნონ მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპებსა და პრაქტიკაში გამოიყენონ არსებული მექანიზმები;
  • მონაწილეობა მიიღონ საველე და რეგიონთა შორის გაცვლით პროგრამებსა და კარგი პრაქტიკების გაზიარების ღონისძიებებში;
  • გაეცნონ „ახალაგაზრდების დღეს საკრებულოში“
  • წარმოადგინონ თავიანთი ინიციატივები და მიიღონ მხარდაჭერა მათ განხორციელებაში.
  • ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 20 მარტის ჩათვლით.

კლუბის წევრების შერჩევა მოხდება მათი მოტივაციის, გამოცდილებისა და მუნიციპალიტეტის სრული ტერიტორიული დაფარვის მიხედვით

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...