მედია და საზოგადოება ევროინტეგრაციის პროცესში – ჟურნალისტიკის დღეს გორში კონფერენცია გაიმართება

Share post:

21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს გორში, კონფერენცია გაიმართება თემაზე, “მედიის და საზოგადოების როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში”.

ღონისძიებას Neo Tv უმასპინძლებს, “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელიც შიდა ქართლის სოფლებში ევროინტეგრაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს მოიცავდა. პროექტის გუნდთან ერთად ევროინტეგრაციის პროცეცესში საკუთარი საქმიანობის როლზე ისაუბრებენ, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორის და თვითმმართველობის წარმომადგენლები. მომხსენებლები შეხვედრის მეორე ნაწილში, მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხებენ.

კონფერენცია 21 მარტს 14:00 საათზე, Neo Tv-ს სივრცეში გაიმართება და მასში დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

“თითოეულ მოქალაქეს გააზრებული უნდა ჰქონდეს საკუთარი როლი, ქვეყნის განვითარების და კონკრეტულად ევროინტეგრაციის პროცესში. სწორედ ამ მიზნით, “ფონდი ტასოს” მიერ მხახრდაჭერილი პროექტის შედეგების პრეზენტაცია, სწორედ ქართული ჟურნალისტიკის დღეს დავგეგმეთ, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის შესახებ 15-მდე ანალიტიკური მასალა გამოვაქვეყნეთ გავრცელებული მითებისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ. 21 მარტს კი კოლეგებთან ერთად, პირადად მოვუსმენთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყნის გავითარებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის კონტექსტში საკუთარ საქმიანობას გაგვაცნობენ”,-აღნიშნა, Neo Tv – ს დირექტორმა ნინო ჩიბჩიურმა.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...