მოსახლეობა პროპაგანდის გავლენის ქვეშაა – ოპოზიციას მეტი აქტიურობა მართებს – ანი ჯაბახიძე

Share post:

ანი ჯაბახიძე

“სამართლიანი არჩევნების” პარტნიორობით, ევროკავშირისგან მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელსაც NEO TV ახორციელებს, შევხვდი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაუბრეთ ევროინტეგრაციაზე და 26 ოქტომბერს არჩევნებში ხმის მიცემის მნიშვნელობაზე. ჩემდა გასაკვირად იმ პენსიონერთა უმრავლესობა, რომელსაც შევხვდი ყოველთვის იხდის მოქალაქეობრივ ვალს და აფიქსირებს თავის პოზიციას არჩევნებში, თუმცა მათთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ხის მიცემა ხდება გაუაზრებლად, ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრის, მეზობლის ან მესამე პირის ზეგავლენით. არ იცნობენ პარტიის/კოალიციის/კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამას, მიზეზად კი იმას ასახელებენ რომ არავინ არ აცნობს მათ ზემოთხსენებულ ინფორმაციას, რითიც შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ, რომ პარტიები სათანადოდ არ ახორციელებენ წინასაარჩევნო კამპანიებს. საკმარისად არ ხვდებიან მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო, ეს შეძლება იყოს: თანამედროვე ტექნოლოგიებთან (როგორიცაა ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი) გაუცხოებული დამოკიდებულება, აქვთ ან სულაც არ მიუწვდება ხელი, რიგი მიზეზების გამო.


მოსახლეობასთან საუბრისას, არც თუ გასაკვირად, კვლავაც წავაწყდი არაერთ მითს ევროკავშირის შესახებ, ყველაზე მწვავედ დგას მითი იმის შესახებ, რომ ევროკავშირი გვიბიძგებს ერთსქესიანთა ქორწინებას და ეწევა ლგბტქ+ პროპაგანდას და საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციულ ოჯახს. ნათელია, რომ მმართველი პარტიისთვის ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი ამ მიმართულებით დეზინფორმაციის გავრცელებაა საზოგადოებაში. შეხვედრების დროს მაქსიმალურად შევეცადე, რომ მითები არგუმენტებით გამებათილებინა და იმედს ვიტოვებ, რომ მცირედი პოზიტიური გავლენა მაინც ვიქონიე მათზე.


მოსახლეობასთან შეხვედრისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვებაა ის, რომ მოსახლეობას ტერმინი: “არასამთავრობო ორგანიზაციას” გაგონებისაც კი ეშინია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წლის 28 მაისს მიღებული კანონით: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც შევხვდი, ასე თუ ისე იცნობდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა თავს იკავებდა საუბრისგან ან რაიმე კომენტარის გაკეთებისგან.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ის ხიდი, რომელიც დაგვაკავშირებს ან გაუგებარი დროით დაგვაშორებს ევროკავშირს, დემოკრატიას და ყველა იმ სიკეთეს, რასაც ევროკავშირის წევრობა მოგვიტანს.

დაკავშირებული სტატიები

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...