ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

Share post:

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. “AI მედიცინაში” ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც კოლეჯ “ამაგისა” და ხელოვნური ინტელექტის აკადემიის (ტექნოპარკი) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. კურსის მიზანია სამედიცინო პერსონალს, ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ახალ საფეხურზე აიყვანს.

სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს AI აკადემიისა და ტექნოპარკის დამფუძნებელი, ოთარ კვირიკაშვილი გაუძღვება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.

კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:

  • Gemini-სა და სხვა AI ინსტრუმენტების ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტურად დანერგვას;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადების დროის 40-დან 2-3 წუთამდე შემცირებას;
  • სანდო, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიებასა და ზუსტი პასუხების მისაღებად სწორი კითხვების ფორმულირებას (Prompt Engineering);
  • რთული დიაგნოზების პაციენტებისთვის მარტივ, გასაგებ ენაზე ახსნას;
  • უცხოენოვან პაციენტებთან რეალურ დროში, ბარიერების გარეშე კომუნიკაციას;
  • ინდივიდუალური მკურნალობისა და კვების გეგმების შექმნას, ასევე AI-ის მიერ დაშვებული შეცდომების ამოცნობას.

ტრენინგები ჩატარდება კოლეჯ “ამაგის” შესაბამის სივრცეში, მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი N9

კურსის ღირებულებაა 150 ლარი (ფასი მოიცავს ტრენინგსა და ელექტრონულ სასწავლო მასალას). კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემათ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/wzhll

დაკავშირებული სტატიები

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...