პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

Share post:

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ინიციატივა მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მათ შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესის სრული ავტომატიზაცია და საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელში ინტეგრაცია.

ასოციაციაში გაწევრიანება პედაგოგებისთვის ნიშნავს წვდომას იმ ექსკლუზიურ რესურსებზე, რომლებიც დროის დეფიციტსა და ბიუროკრატიულ რუტინას წარსულში ტოვებს. პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მასწავლებლები შეძლებენ სულ რაღაც 30 წამში მოამზადონ კურიკულუმები, გაკვეთილის გეგმები და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროგრესული მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ეფექტური ინსტრუმენტები სჭირდებათ დროის დასაზოგად და სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად.

რას სთავაზობს ასოციაცია პედაგოგებს?

ასოციაციაში გაწევრიანებით, მასწავლებლები იღებენ პრივილეგიების სრულ პაკეტს:

  • პროფესიული სტატუსი: პერსონალური წევრობის ბარათი და „ლიდერი პედაგოგის“ სტატუსი, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე მკვეთრად ზრდის.
  • უწყვეტი განათლება ტექნოლოგიური მიმართულებით: უფასო ყოველთვიური ვებინარები და სპეციალური 50%-იანი ფასდაკლება პრაქტიკულ ვორქშოფებზე, სადაც AI ხელსაწყოების დანერგვას რეალურ დროში ისწავლიან.
  • საერთაშორისო პერსპექტივა: 20%-იანი შეღავათი ევროპის მასშტაბით დაგეგმილ საგანმანათლებლო ტურებზე, რაც პედაგოგებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ მომავლის სკოლების მუშაობის პრინციპებს.

ინიციატივის ფარგლებში, ასოციაციის გუნდი მზად არის, ეწვიოს სკოლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ადგილზე ჩაატაროს ინტენსიური გადამზადების კურსები. 3-დღიანი ვორქშოფები დაგეგმილია არასაგაკვეთილო პროცესში, 15 ივნისიდან 15 ივლისის პერიოდში (სკოლებთან შეთანხმებით). ეს პედაგოგებს საშუალებას მისცემს, აღარ იყვნენ მხოლოდ ბიუროკრატიული პროცესების შემსრულებლები და ჩამოყალიბდნენ შემოქმედებით ლიდერებად, რომლებიც მოსწავლეებს მომავლის ტექნოლოგიებს ასწავლიან.

“თითოეული პედაგოგისთვის ასოციაციის წევრობა არის შესაძლებლობა, დაამარცხონ რუტინა და საკუთარი გამოცდილება AI ინოვაციებს შეუერთონ. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მათგანმა იგრძნოს პროფესიული თავისუფლება და გახდეს განათლების ციფრული რევოლუციის ნაწილი,” — აცხადებენ ასოციაციაში.

გაწევრიანების მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ეს არის მასწავლებლებისთვს შანსი, ჩაუდგნენ სათავეში განათლების მომავალს და მოიპოვონ ის სტატუსი, რომელსაც ციფრული ეპოქა მოითხოვს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ასოციაციის გუნდს: ტელ: 597 71 19 60 aiglobalassociation@gmail.com

ასოციაციაში გაწევრიანებისთვის გაიარეთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/0BPM3

დაკავშირებული სტატიები

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...

ციფრული ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში – მეწარმე ქალების სასწავლო კურსი დასრულდა

დასრულდა ერთთვიანი, ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15 მეწარმე ქალი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებისთვის...