მთავარი Blog გვერდი 11

ქარელის მერიას ტენდერში მონაწილე კომპანია უჩივის – ვინ განაახლებს აგარის კულტურის სახლს?

ქარელის მერიამ აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ორი თვის განმავლობაში  მლნ 827 ათას 132 ლარის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოებისთვის შესაბამისი ხელშეკრულება  ჯერ ვერავისთან გააფორმა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ორმა კომპანიამ მიიღო.

მათგან დაბალი ფასით შეთავაზება შპს სათავე + გააკეთა, თუმცა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ამ კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო, გამარჯვებულად კი შპს სამშენებლო კომპანია მაქსიმოს გამოცხადება გადაწყდა, რომელმაც აღნიშნული შენობის რეააბილიტაციისთვის 78,280 ლარით მეტი მოითხოვა, ვიდრე დისკვალიფიცირებულმა “სათავე+” – მა.

დისკვალიფიცირებულმა კომპანიამ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. ქარელის მერია კი განმარტავს, რომ განსაზღვრულ პერიოდში “სათავე +” – ს შესაბამისი დოკუმეტნი არ აუტვირთავს შესაბამის ელექტრონული ტენდერების ვებ გვერდზე, რის გამოც ორი პრეტენდენტიდან გამარჯვებულად შპს სამშენებლო კომპანია მაქსიმო შეირჩა.

“სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ შპს “სათავე+”-ს (ს/კ 202459936) მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები არ არის დადგენილ ვადაში წარმოდგენილი ” (ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ”), რის შედეგად ამავე ოქმის კომისიის დადგენილების 1-ლ პუნქტში განსაზღვრა, რომ შპს “სათავე+”-ის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები არ შეესაბამება ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ატვირთულ 2024 წლის 9 სექტემბრის სატენდერო კომისიის საოქმო გადაწყვეტილების მოთხოვნებს, რის შედეგად მოახდინა შპს “სათავე+”-ის დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32 მუხლის “ე” ქვეპუნქტოს საფუძველზე”, – განმარტავს ქარელის მერია.

დისკვალიფიცირებული კომპანია ტექნიკურ ხარვეზზე საუბრობს და საჯარო რეესტრის ქმედებებთან დაკავშირებით, საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს.

“სათავე+”-ს გამოცდილებით საჯარო რეესტრიდან ყოველთვის მოგვდიოდა სმს შეტყობინებები საქმის წარმოების დასრულების შესახებ. თუმცა, 13 სექტემტრიდან 16 სექტემბრამდე მოგვივიდა მხოლოდ ერთი დოკუმენტის საქმისწარმოების დასრულების თაობაზე – “ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან”, ხოლო ხსენებული “ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ” საქმისწარმოების დასრულების თაობაზე შპს “სათავე+”-ს არანაირი შეტყობინება არ მოსვლია”, – განმარტავს სათავე + ის ხელმძღვანელი.  

NEO TV დაინტერესდა ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც ქარელის მერიის მოწონება დაიმსახურა და რომელთანაც 1 მლნ 800 ათას ლარამდე სამუშაოებისთვის, ხელშეკრულების გაფორმება გადაწყდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს სამშენებლო კომპანია მაქსიმო 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი, კომპანიის 100% – იანი წილის მესაკუთრე ლევან მოლაშხიაა, რომელიც აღნიშნულის გარდა სხვა კომპანიების მფლობელიცაა. შპს სამშენებლო კომპანია მაქსიმოს სახელით კი აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და მსხვილბიუჯეტიანი პროექტების გამარჯვებულადაც ხშირად სახელდება. ბოლო ორ წელში სახელმწიფო ტენდერებიდან მლნ 525 ათას 650 ლარი აქვს მიღებული.

ეს კომპანია ქარელის მერიასაც გამარჯვებულად ჰყავს გამოცხადებული, თუმა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის საჩივრის გამო მომდევნო ნაბიჯები ჯერჯერობით შეჩერებულია. დავების საბჭოში შესული საჩივარი, რომელიც “სათავე+” – ს ეკუთვნის ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.

ქარელის მერიის წინააღმდეგ წელს, დავების საბჭოში საჩივრის ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. ამის გარდა, 2024 წლის 9 თვეში კიდევ 7 საჩივარი შევიდა, საიდანაც 2 სრულად დაკმაყოფილდა, 3 ნაწილობრივ, 2 კი არ დაკმაყოფილებულა. თითქმის ყველა შემთხვევაში უკმაყოფილო მხარეს, დისკვალიფიცირებული კომპანიები წარმოადგენენ, რომლებთანაც ქარელის მერიას კონკრეტული არგუმენტებით უწევს დადასტურება, სატენდერო პროცესების სამართლიანად ჩატარების შესახებ.

ეს სტატია მომზადებულია NDF (New Democracy Fund) – ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Neo Tv და შესაძლოა იგი არ ემთხვეოდეს NDF – ის შეხედულებებს.

გამარტივებული შესყიდვები წინასაარჩევნოდ – რა დაუჯდათ კასპელებს სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა?

6 ოქტომბერს კასპში სახალხო დღესასწაული “კასპობა”აღინიშნა, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. კონკრეტულად კი ღონისძიების (მათ შორის შემოდგომის კუთხის, საბავშვო ატრაქციონების, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთა ტრანსპორტირება და ა.შ) მოსაწყობად, მერიამ ტენდერი 2024 წლის 16-27 აგვისტოს გამოაცხადა, რის შედეგადაც, გამარჯვებულად ი/მ ტარიელ არჩვაძე დასახელდა.

მერიამ მასთან, აღნიშნული მომსახურებისთვის, 34 207 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა და ანგარიშსწორებას ერთჯერადად, მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაჰპირდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2 ოქტომბერს შევიდა, საიდანაც ირკვევა, რომ მერიამ ღონისძიებისთვის გათვალისწინებული ფერადი მაშხალების გაშვება გადაიფიქრა და მის ნაცვლად, სამწვადე ხორცის შეძენა გადაწყვიტა.

“როგორც მოგეხსენებათ 2024 წლის 6 ოქტომბერს, ქალაქ კასპში იგეგმება სახალხო დღესასწაული, “კასპობა”.  ღონისძიებისთვის გათვალისწინებული იყო ფოიერვერკის შეძენა. გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ფოიერვერკი ჩანაცვლდეს სამწვადე ხორცით,” – წერია მერიის დოკუმენტში.

სახალხო დღესასწაულისთვის კასპის მერიას მხოლოდ აღნიშნული თანხა არ დაუხარჯავს. ტენდერში გამარჯვებულ ინდ. მეწარმესთან (რომელიც კიდევ ორი კომპანიის დირექტორი და 100% – იანი წილის მესაკუთრეა, შპს სპორტულა და შპს ოპტიმუმ+) გაფორმებული ხელშეკრულება “კასპობის” მუსიკალურ გაფორმებას არ ითვალისწინებდა. მერიამ ამისთვის დამატებით 32 500 ლარი დახარჯა. 

მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი შემოდგომაზე სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, მუსიკალური ჯგუფების მომსახურების შესარჩევად მთელი წლის განმავლობაში ტენდერი არ გამოუცხადებია და ეს შესყიდვა გამარტივებული წესით წინასაარჩევნო პერიოდში განახორციელა. ერთი – “ქართულ ხმებთან” (12 500 ლარი – 1.5 საათი), მეორე “რეგიონთან” (20 000 ლარი – 1 საათი).

წყარო : სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

ორივე მუსიკალურ ჯგუფთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნებართვას, მერია შესყიდვების სააგენტოს სექტემბრის ბოლოს სთხოვდა და განმარტავდა, რომ მომსახურების საფასური მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების შედეგად განისაზღვრა, აღნიშნული ჯგუფები კი მერიის განმარტებით, კასპელების მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა.

კასპის მერიის განმარტება “ქართული ხმების” შერჩევაზე:

– „კასპის მუნიციპალიტეტში ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად იმართება სახალხო დღესასწაული „კასპობა”, რომელიც წლის განმავლობაში დაგეგმილი ყველა სხვა კულტურულ ღონისძიებასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს და გამოირჩევა ხალხმრავლობით. მიმდინარე წელს აღნიშნული ღონისძიების გამართვა დაგეგმილია 6 ოქტომბერს. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, სახალხო ღონისძიება „კასპობა“-ს საზეიმო კონცერტის გახსნა იგეგმება ტრადიციული, ქართული ჟღერადობის ფოლკლორული და ქალაქური სიმღერების კომპოზიციებით.

 ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სახალხო ღონისძიებაზე მოვიწვიოთ ანსამბლიქართული ხმები“, რომლებმაც სასცენო მოღვაწეობის 38 წლის განმავლობაში მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანას გააცნო უნიკალური ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები. მრავალი სიმღერა დღეს ექსკლუზიურად ანსამბლის შესრულებით ჰიტებად არის ცნობილი. ანსამბლქართულ ხმებსმინიჭებული აქვს სახელმწიფო პრემიის ლაურატის, ღირსების ორდენის კავალერის და კულტურის ქურუმის წოდებები.

კასპის მერიის განმარტება “რეგიონის” შერჩევაზე:

– „კასპის მუნიციპალიტეტში ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად იმართება სახალხო დღესასწაულიკასპობა“, რომელიც წლის განმავლობაში დაგეგმილი ყველა სხვა კულტურულ ღონისძიებასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს და გამოირჩევა ხალხმრავლობით. მიმდინარე წელს აღნიშნული ღონისძიების გამართვა დაგეგმილია 6 ოქტომბრს.  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნით შერჩეული იქნა პოპულარული ჯგუფირეგიონი“, რომელიც თავისი რეპერტუარითა და შოუპროგრამით ფართო საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.

კასპის მერიის მიერ გამოქვეყნებული აფიშის მიხედვით ღონისძიებაში სხვა შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესყიდვების მიღმა, გარკვეული შეთანხმება სხვა პირებთანაც შედგა. მერია გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მიუთითებს, რომ აღნიშნული მუსიკალური ჯგუფების შერჩევა მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად მოხდა, თუმცა ადგილობრივი აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოების მხრიდან რაიმე სახის მსგავსი დოკუმენტი არსად იძებნება. შესაბამისად, უცნობია, უღირდა თუ არა კასპს 66 000 ლარზე მეტის დახარჯვა რამდენიმე საათისთვის, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასმელი წყალიც კი სანატრელი აქვთ.

ეს სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია NEO TV და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

თქვენი ხმა ფარულია! – ანა ჯებისაშვილი

ხმის მიცემის პროცედურები, არჩევნებთან დაკავშირებული მითები და თითოეული მოქალაქის როლი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

სპეციალურ გადაცემაში რუსკა ბუზიაშვილი, საარჩევნო საკითხებს ამ სფეროს სპეციალისტთან, ანა ჯებისაშვილთან ერთად განიხილავს.

მოდი არჩევნებზე! – NEO TV მაყურებელს სპეციალურ გადაცემას შესთავაზებს

“არჩევნები – 2024” – ნეო ტვ 5 ოქტომბრიდან სპეციალურ გადაცემას იწყებს, რომელსაც რუსკა ბუზიაშვილი გაუძღვება. გადაცემიდან მაყურებელი საარჩევნო საკითხებს, სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების გამოცდილებიდან გაეცნობა, სადაც მთავარი აქცენტები ხმის მიცემის მნიშვნელობაზე გაკეთდება.

“გადაცემის მიზანია, მოსახლეობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში ავამაღლოთ ცნობიერება არჩევნებში მათი როლის შესახებ. შევეცდებით 26 ოქტომბრამდე, მოქალაქეებს მივაწოდოთ ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის ნაწილს ჰგონია, რომ მისი ხმა არ არის ფარული, ასევე ზოგიერთს უჭირს გააზრება თუ რატომაა გადამწყვეტი მისი ერთი ხმაც კი. სწორედ ამ განწყობების საპასუხოდ ჩვენი გადაცემა იქნება ერთგვარი საინფორმაციო წყარო, სადაც მათთვის საინტერესო საკითხებს, კომპეტენტური პასუხები გაეცემა”, -ამბობს გადაცემის წამყვანი, რუსკა ბუზიაშვილი.

გადაცემა კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბთს, 19:00 საათზე, NeoTv.ge – ზე გავა. ორგანიზაცია არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში საზოგადოებას, სხვა საინტერესო მასალებსაც შესთავაზებს.

გადაცემა “ფაქტი” – ლექსო მერებაშვილი

რა განწყობები აქვთ მოქალაქეებს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე და რა ბარიერებს ხვდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ რომ კენჭისყრის დღეს დააკვირდნენ?

საქართველო ცვლილებების მოლოდინში – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მოუსმინეთ გადაცემას “ფაქტი” – ნინო ჩიბჩიურთან ერთად, რომლის სტუმარია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი.

გადაცემა მომზადებულია სამართლიანი არჩევნები (ISFED)ს პარტნიორობით და European Union in Georgia ევროკავშირის მხარდაჭერით

“წითელი ჯვრის” წარმომადგენლები გორში პედაგოგებს და მშობლებს შეხვდებიან

2 ოქტომბერს 14:00 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გორში მშობლებს და პედაგოგებს შეხვდება. ღონისძიება “სასტუმრო გორი ინნში” მენტალური ჯანმრთელობისა და განვითარების ცენტრთან “ნეირუმი”  თანამშრომლობით  გაიმართება. საინფორმაციო შეხვედრის მიზანია იმუნიზაციის, როგორც დაავადებათა პრევენციის და ამასთან სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაზიარება.

შეხვედრაზე ჯანდაცვის ექსპერტი იმუნიზაციის საჭიროებებზე, მითებსა და რეალობაზე ისაუბრებს. ასევე პასუხს გასცემს მშობლებისა და პედაგოგების შეკითხვებს. სესიის ფარგლებში, პროექტის ელჩი, ნინო ზაუტაშვილი  და სხვა მოწვეული სტუმრები პირად გამოცდილებებს გაუზიარებენ აუდიტორიას. სესია ღია დისკუსიის ფორმატში გაიმართება.

“ქართული მედია დემოკრატიის გადასარჩენად” პროექტის გუნდი ფაქტების გადამოწმებაზე იმუშავებს

NEO TV – მ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინფორმირების გაზრდას ქვეყანაში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ. ამისთვის, ანალიტიკოსები ინფორმაციას ღია წყაროების გამოყენებით მოიძიებენ, დაამუშავებენ და გაავრცელებენ მოსახლეობის იმ ჯგუფებთან, რომლებსაც რეალური ფაქტების გაცნობასთან ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. პროექტი NDF-ის მიერაა მხარდაჭერილი და მასში ჟურნალისტებთან ერთად ჩართულები არიან ახალგაზრდები, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული სოფლებიდან.

“პროექტის გუნდმა მნიშვნელოვანი ტრენინგები გაიარა, იმისთვის, რომ თითოეულმა შეძლოს ღია წყაროების გამოყენებით ინფორმაციით მოძიება, ფაქტების გადამოწმება და მოქალაქეების ინფორმირების გაზრდა მთელი რიგი საკითხების შესახებ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული გვაქვს სპეციალური გადაცემის მომზადებაც, რითიც ვფიქრობთ, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შევუწყობთ ხელს“, – აღნიშნა პროექტის დირექტორმა ნინო ჩიბჩიურმა.

პროექტის მონაწილეებს ”ფაქტმეტრის” რედაქტორი, მალხაზ რეხვიაშვილიც შეხვდა, რომელმაც პროექტის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა და ის შესაძლებლობები გააცნო, რომელიც მათ დეზინფორმაციის ამოცნობასა და შესძლო დარღვევების ამოცნობაში დაეხმარებათ. პროექტის მონაწილეებმა გაიარეს ასევე კიბერუსაფრთხოების კურსი, რასაც მუშაობის პროცესში გამოიყენებენ და არსებულ საფრთხეებს საკუთარ თემში მცხოვრებ მოქალაქეებსაც გაუზიარებენ.

სტატია მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში

ონლაინ მედია წიგნიერების კურსი უკვე ხელმისაწვდომია!

სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სასწავლო კურსი შემუშავდა პროექტის “EmpowerED: ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა ვიშეგრადის ქვეყნების ექსპერტიზის გაცვლის გზით” ფარგლებში.

კურსის მიზანია, დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მედია წიგნიერებისა და დეზინფორმაციის უკეთ გაგებაში. ინფორმაციული რესურსი ხელმისაწვდომია ინგლისურ, ქართულ, სომხურ და რუმინულ ენებზე, რაც მას ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს ხდის. სასწავლო მასალა შემუშავდა დარგის სპეციალისტებთან ერთად პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან , მოლდოვადან  და სომხეთიდან.

“პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და დეზინფორმაციის საფრთხის შერბილებას საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში. პროექტს აფინანსებენ ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის მთავრობები ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით,  საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდიდან. პროექტი თანადაფინანსებულია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ”, – განმარტავენ სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები.

აუტიზმი, IQ და მეტაკოგნიტიზმი: როგორ ვხვდებით და ვმართავთ უნიკალურ შესაძლებლობებს

0

ანა სვიანაძე

აუტიზმი, IQ და მეტაკოგნიტიზმი სამი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან კავშირშია. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ ვხვდებით და ვმართავთ უნიკალურ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ სამ სფეროში იჩენს თავს.

აუტიზმი და IQ:

აუტიზმი არის ნეიროდივერსიული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს კომუნიკაციასა და სოციალურ ურთიერთობებზე. თუმცა, აუტიზმის მქონე პირებს ხშირად აქვთ უნიკალური უნარები და მაღალი IQ. ეს უნარები შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებულ მეხსიერებას, დეტალებისადმი ყურადღებას და ლოგიკურ აზროვნებას. მაგალითად, ტემპლეტ გრანდინი, ცნობილი მეცნიერი და ავტორი, არის აუტიზმის მქონე პირი, რომელიც გამოირჩევა მაღალი IQ-ით და უნიკალური ხედვით. მისი უნარები დაეხმარა მას შექმნას ინოვაციური მიდგომები ცხოველთა მართვაში.

მეტაკოგნიტიზმი:

მეტაკოგნიტიზმი არის უნარი, ვიფიქროთ საკუთარ ფიქრებსა და სწავლის პროცესზე. ეს უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე პირებისთვის, რადგან მათ შეიძლება ჰქონდეთ უნიკალური მიდგომები სწავლისა და პრობლემების გადაჭრისთვის. მეტაკოგნიტიური უნარები ეხმარება მათ უკეთ გაიგონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და განავითარონ ეფექტური სტრატეგიები.
მაგალითად, ჯეიკობ ბარნეტი, ახალგაზრდა მეცნიერი და მათემატიკოსი, რომელიც აუტიზმის მქონეა, იყენებს მეტაკოგნიტიურ უნარებს, რათა უკეთ გაიგოს და განავითაროს საკუთარი ცოდნა. მისი უნარები დაეხმარა მას შექმნას ახალი თეორიები ფიზიკაში.

აუტიზმი და მეტაკოგნიტიზმი:

აუტიზმის მქონე პირებს ხშირად აქვთ უნიკალური მიდგომები მეტაკოგნიტიზმის მიმართ. ისინი შეიძლება იყენებენ ვიზუალურ ან ლოგიკურ სტრატეგიებს, რათა უკეთ გაიგონ და მართონ საკუთარი ფიქრები და ქმედებები. ეს უნარები ეხმარება მათ უკეთ გამოიყენონ საკუთარი უნარები და პოტენციალი.

მაგალითად, აუტიზმის მქონე ბავშვი, რომელიც იყენებს ვიზუალურ დიაგრამებს და გრაფიკებს, რათა უკეთ გაიგოს და დაიმახსოვროს ინფორმაცია. ეს მიდგომა ეხმარება მას უკეთ გამოიყენოს საკუთარი უნარები და მიაღწიოს წარმატებას სწავლაში.

აუტიზმი, IQ და მეტაკოგნიტიზმი ერთმანეთთან მჭიდროდ კავშირშია და მათი გაგება და მართვა შეიძლება დაეხმაროს აუტიზმის მქონე პირებს უკეთ გამოიყენონ საკუთარი უნარები და პოტენციალი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და განათლების სისტემა მხარს უჭერდეს და ხელს უწყობდეს ამ უნიკალური შესაძლებლობების განვითარებას.

“გაერთე მედიაწიგნიერებით” – ანიმაცია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის 4 ენაზე

შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, სქართველოში 4 ენაზე ნათარგმნი ანიმაციური მასალები მომზადდა, რომელიც ეთნიკური ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა  ცნობიერების გაზრდისკენაა მიმართული. საბავშვო ვიდეოები ქართულ, სომხურ, რუსულ და ოსურ ენებზეა ადაპრირებული და მიზნად ისახავს მოზარდების დაცვას ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევებისგან. 

“ყველა კრიზისული და საკვანძო მომენტი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მორიგ ჯერზე გვარწმუნებს რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და მედიაწიგნიერება. შვედეთი არის ამ კუთხით სამაგალითო პრაქტიკის და გამოცდილების ქვეყანა. სწორედ შვედეთის საელჩოს დახმარებით, სპეციალური პროექტის ფარგლებში, გუნდთან ერთად, ჯერ გავეცანით და შემდეგ შევიმუშავეთ ორიგინალი პროექტი საქართველოსთვის. “გაერთეთ მედიაწიგნიერებით” არის პროექტი გათვლილი საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებისათვის, რაც ამ პროექტის იდეას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. პროექტის ფარგლებში გავაანალიზეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა, გავეცანით არაერთ ხელსაწყოს და შევარჩიეთ EAVI – ის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა, რომელიც ვთარგმნეთ 4 ენაზე: ქართული, სომხური, ოსური და რუსული“, -აღნიშნა სანიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა ავტორმა, ნინა ხელაძემ.

საპილოტე პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, გორში, კასპში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში აღნიშნული ადაპტირებული მასალების პრეზენტაციაც იგეგმება. პროექტის გუნდი, რომელიც პრაქტიკოსი ჟურნალისტებისაგან, სტრატეგიული კომუნიკაციების და მედიაწიგნიერების დარგის სპეციალისტებისაგან შედგება, განმარტავს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საქართველოში და განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში, მსგავსი კონტენტი ჯერ არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ონლაინ სივრცეში არსებულ გამოწვევებს, სამიზნე რეგიონებში ენობრივი ბარიერის პრობლემაც ემატება. ამიტომ, კრიტიკულ აზროვნებასა და ციფრული სამყაროს უნარებზე, ადრეული ასაკიდანვე საუბარი თანამედროვე ბავშვების ცხოვრებას მეტად დაცულს და საინტერესოს გახდის.

იხ. ვიდეოები ოსურ ენაზე:

იხ. ვიდეოები სომხურ ენაზე:

იხ. ვიდეოები რუსულ ენაზე:

იხ. ვიდეოები ქართულ ენაზე: