მთავარი Blog გვერდი 36

სოფლად მცხოვრები გოგონები და ქალები ტექნოლოგიებში – ნეო ტვ კვლევს ატარებს

  • რამდენად ხელმისაწვდომია ციფრული ტექნოლოგიები სოფლად მცხოვრები გოგონებისა და ქალებისთვის, განსაკუთრებით ომით დაზარალებული პირებისთვის?
  • რაში იყენებენ ონლაინ სივრცეს დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გოგონები და ქალები?
  • მიუწვდებათ თუ არა ხელი გოგონებსა და ქალებს სხვადასხვა სასარგებლო პლატფორმაზე და ა.შ, ამ საკითხებზე ნეო ტვ შიდა ქართლში კვლევას ატარებს.

“ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამოვლინდება ის საჭიროებები, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში სოფლად მცხოვრებ გოგონებსა და ქალებს ახასიათებთ. ნეო ტვ კვლევის შედეგებს, სოფლად მცხოვრები ქალების დღეს, 15 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

დაინტერესებულ პირებს კვლევაში მონაწილეობა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ.

ხაშურში, მოსახლეობის 67%-ს ნაგვის ურნების დამატება სურს – “ქართლოსის” კვლევის წინასწარი შედეგები

პროექტის “სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე ხაშურის მუნიციციპალიტეტში” – კვლევის წინასწარი შედეგების საჯარო განხილვა მოეწყო. მომხსენებლებმა ანა ჯებისაშვილმა და სოსო მეზვრიშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ნარჩენებთან დაკავშირებული ის პრობლემები გააცნეს, რომლებსაც ადგილზე გამოკითხული მოქალაქეები აფიქსირებდნენ. კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები არსებობს, რომელთა გამოსწორების მიზინთ, “ქართლოსი” მუნიციპალიტეტს სპეციალურ რეკომენდაციებს გაუგზავნის.

შეხვედრა მოეწყო პროექტის ,,სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე ხაშურის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ ახორციელებს. მისი მიზანია ნარჩენების მართვის ხარისხის გაუმჯობესება ხაშურის მუნიციპალიტეტში, ნარჩენების მართვის გეგმის შესრულების მონიტორინგისა და გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ადვოკატირების გზით.

___________________________________________________________________________

საჯარო განხილვა განხორციელდა “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’ მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდი.

ვიდეო მომზადებულია “მეგორბობის ხიდი ქართლოსის” მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

ვიდეოს შინაარსზე პასუხისმგებელია “მეგობრობის ხიდი ქართლოსი” და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.

არაფორმალური განათლება VS რეპეტიტორები, რას ვერ უზრუნველჰყოფს სკოლა? I ნეოლაბი

გადაცემის სტუმრები:

  • ქეთი შუღლიაშვილი – “ნეოლაბის” მონაწილე
  • ნიკოლოზ ჯაბახიძე – გორის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი

წამყვანი: რუსკა ბუზიაშვილი

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ყაზახეთს დაუპირისპირდება

0

მას შემდეგ რაც საბერძნეთმა ჩრდილო ირლანდიის ნაკრები დაამარცხა, ერთა ლიგის C დივიზიონში ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა. ლიგაში საუკეთესო შედეგის მქონე საქართველოს ნაკრები თბილისში ყაზახეთს უმასპინძლებს, საბერძნეთი კი თურქეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ნახევარფინალური მატჩები 2024 წლის მარტში გაიმართება.

ტრანსფერმარკეტზე ხვიჩა კვარაცხელიას ფასი € 35 მილიონამდე გაიზარდა

0

ტრანსფერმარკეტმა განაახლა სერია A-ს 80 მოთამაშის სატრანსფერო ფასი. სიას ძველებურად იუვენტუსის თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი ლიდერობს (€ 85 მილიონი), ასევე მოიმატა რამდენიმე მოთამაშის ფასმა, თუმცა განსაკუთრებულად გამორჩეულია ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ზრდის დინამიკა; ნაპოლის და საქართველოს ნაკრების ლიდერის ფასი 15 მილიონიდან €35 მილიონამდე გაიზარდა.

ტრანსფერმარკეტის მენეჯერი ჯათინ დიტლი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი ბოლო წლებში გამორჩეულია და მან თუ ასე გააგრძელა, დღევანდელი სატრანსფერო ღირებულების ზრდა იქნება მხოლოდ მცირე შუალედური ნაბიჯი მწვერვალისაკენ.

შეგახსენებთ,ზაფხულში ქართველი თავდამსხმელი ბათუმის დინამოდან ნაპოლს €10 მილიონად შეუერთდა.

ლარსის სასაზღვრო პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორი გადაადგილდება

0

ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური ადასტურებს. მათი განმარტებით, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორი მოძრაობის იმმისთვის, რომ ადგილი არ ჰქონდეს “გაუთვალისწინებელ შემთხვევებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროს.

ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არა საგუშაგოს გახსნის მიზნით, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია იმ შემთხვევაში, თუ რეზერვისტები მოინდომებენ საგუშაგოს გარღვევას და ქვეყნის დატოვებას სასაზღვრო ფორმალობების გარეშე, -რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.

ბიომრავალფეროვნების კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი დაათვლიერეს

გორის ინივაციური ცოდნის ჰაბის ახლაგზრდები ბიომრავალფეროვნების კვირეულს შეუერთდნენ. კლიმატის ცვლილების და ბიომრავალფეროვნების მდგრადობის საკითხებთან დაკავშირებით ტრენიგები მათ ტყის დაცვის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბერეჩიკიძემ ჩაუტარა. ბიომრავალფეროვნების კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეისწავლეს ფოტო-ვიდეო გადაღების ტექნიკა. საინფორმაციო და შემეცნებითი სწავლებების შემდეგ კი ახალგაზრდებმა სათავგადასავლო ტურში მიიღეს მონაწილეობა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში ლაშქრობა მოაწყეს. გასვლით შეხვედრაზე მათ საშუალება ჰქონდათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

ბიომრავალფეროვნების კვირეული ორგანიზებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს. სწორედ SEED პროექტის ფარგლებშია შეიქმნა გორში, საზოგადოება “ბილიკის” შენობაში ინოვაციური ცოდნის ჰაბი, რომელიც გარემოს დაცვით საკითხებში, ახალგაზრდების განვითარებას და მათი უნარების გაზრდას ემსახურება.

სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებმა არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

0

Hdrl – ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ორგანიზებით გასვლითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 30-მდე სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა მიზნად ისახავდა კოლეგებს შორის ურთიერთობების დამყარებას და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრის მონაწილეებმა სტომატოლოგიაში არსებული გამოწვევები და ორგანიზაციის მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები განიხილეს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ირინა ბერკაცაშვილმა, კლინიკების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ არსებული ბარიერების გადალახვა და პრობლემების აღმოფხვრა მხოლოდ თითოეული სტომატოლოგის მიერ მისი წილი პასუხისმგებლობის გაზიარების და ერთობლივი მუშაობის შედეგადაა შესაძლებელი.

ჩვენ შევეცადეთ სტომატოლოგიაში აღმოგვეჩინა ძირითადი პრობოლემები და მათი გადაჭრის გზები მოგვეძიებინა.ასევე მიგვეწოდებინა კანონმდებლობასთან დაკავშირებული დეტალები სტომატოლოგიური კლინიკებისათვის. შედეგად, ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კლინიკა მოწესრიგდა და იქ მკურნალობა უკვე გახდა უსაფრთხო. ამჟამად, ვცდილობთ განვითარების შემდეგ ეტაპე გადავიყვანოთ ისინი, რაც გულისხმობს სხვადასხვა იურიდიული, საგადასახადო-ბუღალტრული აღრიცხვის სწორად დანერგვას. გასვლითი შეხვედრაზე განვიხილეთ ასევე საბჭოების შექმნის ინიციატივა, რომლებიც პერიოდულად, გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელებენ, -აღნიშნა ირინა ბერკაცაშვილმა. 

სტომატოლოგების გასვლითი შეხვედრა მცხეთაში

შეხვედრის მონაწილეების განმარტებით, აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანებამდე ადგილი ჰქონდა არაერთ პრობლემს, რაც ხშირად კანონმდებლობის და რეგულაციების ხელმიუწვდომელობას, ასევე კლინიკების დამფუძნებელთა არაინფორმირებულობას უკავშირდებოდა, შედეგად კი კლინიკებს ინტენსიურად ჯარიმების გადახდა უწევდათ. ეს ყველაფერი კი ლოგიკურად აისახებოდა პაციენტებისთვის სტომატოლოგიური სერვისის მიწოდების ხარისხზე. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქმედი სტომატოლოგების თქმით, ამჟამად ეს საკითხი თითქმის მოგვარებულია, რაშიც მათ სწორედ ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის დახმარებით შეძლეს.

“არსებული გამოწვევების პარალელურად შეხვედრაზე ახალი იდეების შესახებაც ვისაუბრეთ. “ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგამ” საფუძველი ჩაუყარა სპეციალური საბჭოების ჩამოყალიბებას, რაც სამომავლოდ, სირთულეების დასაძლევად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მომუშავე კლინიკების წარმომადგენლებს გვეძლევა საშუალება ერთმანეთს ვესაუბროთ ბარიერებზე, გამოწვევებსა და იმ გამოცდილებაზე, რაც თითოეული მათგანის შემთხვევაში განსხვავებულია. ურთიერთთანამშრომლობით კი “ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში” გაწევრიანებულ კლინიკებს, მუდმივად განვითარების საშუალება გვეძლევა,” – აღნიშნავენ სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები. 

“ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა” 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ამ გაერთიანებაში სტომატოლოგთა გაწევრიანება მარტივი პროცედურებთაა შესაძლებელი. დაფუძნებიდან დღემდე ლიგის წევრთა რაოდენობა სისტემატურად იზრდება. 

დღეს საქართველო გიბრალტარს დაუპირისპირდება

0

წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გიბრალტართან გამართვს. თურქეთის და საბერძნეთის წარუმატებელი თამაშების შემდეგ, ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და გამარჯვების შემთხვევაში C ლიგაში პირველ ადგილს ვიკავებთ; რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის მარტში ნახევარფინალს მასპინძლის სტატუსით შევხვდებით. სავარაუდო მეტოქეები კი ყაზახეთი ან საბერძნეთი იქნებიან. საქართველო – გიბრალტარის შეხვედრა თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

რა მოსდევს სიზარმაცეს და რა მნიშვნელობა აქვს დროის სასარგებლოდ ხარჯვას?

0

ზოგიერთი თვლის, რომ სიზარმაცე ახალგაზრდა ადამიანებში მოტივაციის არქონის შედეგია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი არ ვითარდება და მისდევს ერთსა და იმავე სტერეოტიპებს. თვითრეალიზაციას ახდენს არა ის, ვინც მუდმივად ერთსა და იმავეს აკეთებს, არამედ ის, ვინც შეუჩერებლად ვითარდება, წინ მიდის, რაც შესაძლებელია მხოლოდ ეგზისტენციალური მოტივაციის ქონის შემთხვევაში.

დარგის სპეციალისტების განმარტებით, სიზარმაცესთან ბრძოლა შესაძლებელია ფსიქოთერაპიის მეშვეობით, რა დროსაც ფსიქოლოგი კლიენტს ეხმარება გათავისუფლდეს საზოგადოების მიერ თავსმოხვეული სტერეოტიპებისგან და მოიპოვოს მოტივაცია – გააცნობიეროს საკუთარი პიროვნების განუმეორებლობა/უნიკალურობა. სიზარმაცესთან ბრძოლა ადამიანმა დღის განრიგის შეცვლით უნდა დაიწყოს, რომელსაც მკაცრად გააკონტროლებს და თავს მოდუნების საშუალებას არ მისცემს. ამისთვის შესაძლოა რთული საქმის სახალისოდ გარდაქმნა.

სიზარმაცე უპირისპირდება ადამიანის ისეთ თვისებებს, როგორიცაა: შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე, გულმოდგინება. ხშირად სიზარმაცეს განმარტავენ როგორც უზრუნველობას, გულგრილობას, მოქმედების სურვილის არქონას, ზიზღს სამუშაოს მიმართ, მიდრეკილებას უსაქმურობისაკენ. ეს არის ერთგვარი მდგომარეობა, როცა ადამიანს სურს, დახარჯოს რაც შეიძლება ნაკლები ენერგია. სიზარმაცისადმი პოზიტიური მიდგომის თანახმად, ის პროგრესის განმაპირობებელია, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ განვითარდებოდნენ და სიახლეებს ვერ აღმოაჩენდნენ. სიზარმაცე აუცილებელია ცხოვრების ისეთი მომენტის დროს, როგორიცაა არდადეგები, დასვენება შვებულება და ა.შ.

რა მოსდევს სიზარმაცეს? – ამ კითხვაზე საუკეთესოდ აქვს გაცემული იაკობ გოგებაშვილს თავის ერთ-ერთ მოთხრობაში, სადაც აღწერს მოწყალების მოლოდინში მყოფი კაცის მდგომარეობას, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე სძულდა შრომა და დრო ფუჭად გაჰყავდა. სწორედ დროის სასარგებლოდ გამოყენებას უნდა დავუკავშიროთ ჩვენი ყველა ქმედება და ვიფიქროთ საკუთარ შესაძლებლობებზე. ყველა ადამიანში არსებობს მინიმუმ ერთი ინტერესი-მისწრაფება-გატაცება მაინც, რომლის განვითარებითაც აუცილებლად მიიღებს შედეგს.

ხშირად სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და ზოგადად ახალგაზრდები თვლიან, რომ ეს ის პერიოდია, რომელიც ადამიანს უკან ვეღარასოდეს დაუბრუნდება და მთელ დროს გართობას ანდომებენ, თუმცა ბევრი უფროსისგან მსმენია, რომ დროის უკან დაბრუნების შემთხვევაში ბევრ რამეს შეცვლიდა საკუთარ ცხოვრებაში. მაგრამ დრო მიდის და უკან არ ბრუნდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდულ ასაკშივე კარგად გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ, რომ მაშინ როცა ჩვენ სიზარმაცეს ვირჩევთ და დღევანდელ საქმეს ხვალისთვის გადავდებთ, ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცოდნა-განვითარებას სწორედ ახლა იძენს და გული ნუ დაგვწყდება თუ მომავალში მათ ჩვენზე წარმატებულებს და ლაღი ცხოვრებით ვნახავთ.

ქეთი გორგიშელი

ვარიანის საჯარო სკოლა