მთავარი Blog გვერდი 34

გვჭირდება საკვები და თბილი ტანსაცმელი – ლუბა ლებედენკო “მედიატორის” სტუდიაში

გადაცემა “მედიატორი” ეკა სუხიშვილთან ერთად უკრაინიდან ლტოლვილ ქალს, ლუდა ლებედენკოს მასპინძლობს. ის გორში აპრილიდან ცხოვრობს. კითხვაზე, თუ რა სჭირდება ახლა, პასუხობს, რომ მხოლოდ ტანსაცმელი და საკვები არასრულწლოვანი ბავშვისთვის და ძაღლისთვის, რომელიც ხარკოვიდან წამოიყვანა.

რა ვითარებაში დატოვა მშობლიური მხარე და როგორია მისი მოლოდინები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ლუდამ NEO TV – ს სტუდიაში ისაუბრა.

გადაცემა მომზადებულია “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

“2027 წლამდე გორში, 67-ვე საჯარო სკოლა გამართული იქნება” – ნეოლაბი

გადაცემა “ნეოლაბი” რუსკა ბუზიაშვილღან ერთად.

სტუმარი: გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი.

გადაცემა მომზადებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

ერთი შვილი ომში დავტოვე, მეორე ლტოლვილად წამოვიყვანე – უკრაინელი დედის ისტორია “მედიატორში”

0

NEO TV – ს სტუდიაში ლუდა ლებედენკო იმყოფებოდა, რომელმაც გადაცემაში “მედიატორი” მიიღო მონაწილეობა. “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში უკრაინიდან ლტოლვილი ქალებს საშუალება ეძლევათ საკუთარ საჭიროებებზე თავად ისაუბრონ და ამ გზით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მყოფ სხვა ლტოლვილ ოჯახებსაც დაუკავშირდნენ.

ამჯერად, გადაცემაში მონაწილეობა ხარკოვიდან წამოსულმა ორი შვილის დედამ მიიღო და საკუთარ ისტორიაზე ისაუბრა. მაყურებელს სრული გადაცემის ნახვა neotv.ge – ზე შაბათს, 3 დეკემბერს 19:00 საათზე შეეძლება.

 

“მე ხარკოვიდან ვარ,  დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობდი ამ ქალაქში, ომის დაწყებამდე. ომამდე მე საყვარელი საქმით დაკავებული ვიყავი ,ყველაზე ძვირფასი საქმით მე ვმუშაობდი საბავშვო სახლში, ვზრდიდი ბავშვებს. მე მყავს ორი შვილი ერთი 13 წლის და მეორე 28 – ის. ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ჩამოვედით გორში, რადგან ძალიან ძლიერად მიმდინარეობდა დაბომბვები და აღარ შეიძლებოდა იქ გაჩერება.

წარმოიდგინეთ როგორი გრძნობა ექნება დედას, რომელმაც ერთი შვილი ომში დატოვა, მეორე ლტოლვილად გაიყოლა. დედისთვის ეს ყველაზე საშინელია.  მით უფრო როცა მიდიხარ უცხო ქვეყანაში, არა იმიტომ რომ ეს შენ გინდოდა, არამედ გაიძულეს. წახვიდე ექსკურსიაზე ეს შენი ნებაა და როცა გაგდებენ სახლიდან, სხვა სახელი არ აქვს.

ძალიან მტკივნეულია, როცა გართმევენ ოჯახს სამსახურს, შვილს, რომელიც მიყავთ ომში. ძალიან დიდხანს ვიყავით გზაში. გამოვედით 1 აპრილს და გორში ჩამოვედით 6 აპრილს. 

პირველ წამებში, როცა ჩვენ ჩავსხედით თვითმფრინავში, ჩემი შვილი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. შეგვხვდა ერთი ქართველი ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ ჩემი უფროსი ბიჭის ასაკისა, რომელიც ძალიან გვითანაგრძნობდა.  რით შემიძლია დაგეხმაროთ-ეს უკვე იყო სასიამოვნო მოსასმენი მხარდაჭერა, რადგან გხედავენ და ესმით შენი პრობლემები

 ძალიან ბევრი ცდილობს დამეხმაროს, ძალიან ბევრი მორალურად მხარს გვიჭერს,რადგან ამ მორალური მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთულია. რადგან ამ პერიოდში ძალიან დიდია დეპრესია. 

 ამ დეპრესიიდან ჯერ კიდევ გამომყავს ჩემი შვილი, რადგან მისთვის ძალიან მძიმე იყო ძმასთან განშორება, სკოლის გარეშე, მეგობრების გარეშე ყოფნა და სხვა გარემოში ცხოვრება. 

ბევრი საჭიროების წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა განსაკუთრებით თბილი ტანსაცმელი გვჭირდება და საკვები. მე შეიძლება გადავიტანო შიმშილი, მაგრამ ბავშვს როდესაც კვების რეჟიმი და რაციონი შეეცვალა უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

ძალიან მინდა მჯეროდეს ,რომ ომი მალე დამთავრდება და ასეთი სიტუაცია აღარ გვექნება აღარასოდეს. აღარასოდეს არავინ გადაიტანს იმ სისასტიკესა და ტკივილს, რასაც ახლა უკრაინელი ხალხი ვიტანთ. მე ერთხელ ვუსმენდი ერთ-ერთ გენერალს და სულ მახსენდება მისი სიტყვები “ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებებით” და მეც ამის იმედად ვარ, რომ ადრე თუ გვიან ეს მოლაპარაკება იქნება და ჩვენ დავბრუნდებით სახლში”, – ამბობს ლუდა ლებედენკო.

ბლოგი მომზადებულია ნეო ტვ-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია “ქალთა ფონდის” მიერ.

დაგვეხმარეთ, ჩვენი სამკერვალოს გადარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

0

ვცხოვრობ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვრისხევში, სადაც მოგეხსენებათ, როგორი რთულია არსებობაც კი. არ არის სამუშაო ადგილები სოფლის მეურნეობისა და ბაღების გარდა. ვხედავ, როგორ თანდათან ტოვებენ სოფელს ოჯახები და განსაკუთრებით ახალგაზრდები. გადავწყვიტე ამ პროცესის შესაჩერებლად ჩემი წვლილი შემეტანა და სოფლისთვის რამე სასიკეთო საქმე გამეკეთებინა. ჩემი ცოდნის რეალიზაცია მოვახდინე და გავხსენი სასწავლებელი, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობას ვასწავლი ჭრა-კერვას, თექას, ხატვას, ხეზე ჭრას, ტექსტილზე ხატვას და სხვა. შვიდი წელია, სოფელში ეს სკოლა მაქვს და 300-მდე მოსწავლემ გაიარა ჩემ ხელში. ახლა 30 ბავშვი მყავს.

2016 წელს “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში მოვიპოვე გრანტი და სოფლისთვის სამკერვალოც გავხსენი, რათა ჩემივე აღზრდილი ბავშვები დამესაქმებინა სამომავლოდ. ვამზადებთ ნამუშევრებს და სოფლის სახელით მონაწილეობას ვიღებთ მე და ბავშვები ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებზე (გორი, უფლისციხე და სხვა). ხალხი კმაყოფილია ადგილზე სამკერვალოს ფუნქციონირებით, მეც მიხარია ეს ყველაფერი, რომ ამის გამო მაინც აღარ უწევთ ქალაქში წასვლა. ვარ დიზაინერიც. ვქმნი ჩემი დიზაინით ტანსაცმელს. არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა და წარმატებითაც დამისრულებია.

პანდემიის პერიოდში, როდესაც covid-19 ის გავრცელებისას  პირბადეების დეფიციტი შეიქმნა, ჩვენს სამკერვალოში დამზადებული 3000 ცალი პირბადე,  სრულიად უსასყიდლოდ დავარიგეთ ერთი თვის განმავლობაში მე და ჩემმა მოხალისე მკერავებმა სხვადასხვა სოფლის მოსახლეობაში. 

ჩემი სოფლის ტყე და ბაღები ოკუპირებულია, ოკუპანტები კი განაგრძობენ ჩვენს თვალთვალს. ამ პირობებში მე სამკერვალო და ხელოვნების სკოლა გავხსენი. იმედი მივეცი ხალხს, რომ ყველაფერი კარგად იქნება მომავალში და რუსები ვერაფერს დაგვაკლებენ .იმედი მივეცი ცხოვრების და ამ დროს სიძველისგან შენობა ინგრევა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ამ შენობის დემონტაჟიც დაგეგმილია. მალე აღარაფერი მექნება გატეხილი გულის გარდა. ამიტომ ვითხოვ დახმარებას, იმისთვის, რომ სოფელს სამკერვალო ჰქონდეს. ჩემი შენობის გვერდით არის პატარა ადგილი, სადაც შეიძლება აშენდეს მცირე შენობა, სადაც ბავშვებიც ისწავლიან და სამკერვალოც იქნება. მხარდაჭერა და დაფინანსებაა საჭირო, მაგრამ არ ვიცი ვის და როგორ მივმართო. თუ ამ პატარა ადგილს გამოყოფენ ჩვენთვის, ხელს მეჯვრისხევთან ერთად სხვა სოფლის მოსახლეობასაც გაუმართავენ. სამკერვალოში დადიან აძველები, ახალუბნელები,მუმლაანთკარელები, ჯარიაშენელები, კვარხეთელები, კირბალელები, ფაბრიკელები და გორელებიც კი. გთხოვთ მოგვეხმაროთ ჩვენი სამკერვალოს გადარჩენაში. 

ნინო უმეკაშვილი

(სოფელი მეჯვრისხევი)

დაუცველობის განცდა, შიში და კარჩაკეტილი ცხოვრება – Neo Tv-მ უკრაინელ ქალებთან კვლევა დაასრულა

საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალების საჭიროებებზე Neo Tv – მ კვლევა ჩაატარა და მათი პრობლემები შეისწავლა. ჯამში 25-65 წლამდე ასაკის 20 ქალი გამოიკითხა, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის გორშიც ცხოვრობენ.

უიმედობა, გაურკვევლობა, ფინანსური პრობლემები, დაუცველობის განცდა და მარტოობის შიში – ეს ის საკითხებია, რაზეც გამოკითხული ქალების უმრავლესობა ხაზგასმით აღნიშნავდა.

“კვლევა ჩატარდა ფოკუს-ჯგუფებში, გამოკითხული ქალებიდან ნახევარზე მეტს უმაღლესი განათლება აქვს (ზოგს ორიც). 10 მათგანი განქორწინებულია და არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მარტოა საქართველოში. გამოიკვეთა ფინანსური პრობლემები, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვების არ ქონა, დასაქმების პრობლემა, რაც დაკავშირებულია ენობრივ ბარიერთან, იკვეთება ადაპტაციის სირთულეები, რამდენიმემ თქვა რომ აქვს დაუცველობის განცდა. განსაკუთრებით ისინი, ვინც დიდ ქალაქებში არიან განთავსებულები. უმრავლესობა კარჩაკეტილ ცხოვრებას მისდევს და ბავშვებსაც კი არ უშვებენ გარეთ, რასაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებით ხსნიან,”- განმარტავს ფსიქოლოგი ირინა პეტროვა, რომელიც აღნიშნულ კვლევაში უშუალოდ მონაწილეობდა.

არსებული ვითარების გამო უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი სხვა ქვეყანაში წასვლას ფიქრობს, ამიტომ ქართული ენის შესწავლას არ გეგმავენ. გორში ამჟამად უკრაინიდან ჩამოსული 10 ქალი იმყოფება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ თვეებში ეს რიცხვი 40-მდე იყო. როგორც აღმოჩნდა, ამთი ნაწილი თბილისსა და ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, არასრულწლოვანი შვილების გამო, რადგან აღნიშნულ ქალაქებში უკრაინული სკოლები ფუნქციონირებს.

“გამოკითხულთაგან 5 ქალი შვილებს დისტანციურ სწავლებაზე ამყოფებს. ამბობენ, რომ შვილებს გარეთ არ უშვებენ დაუცველობის განცდის გამო. არავისთან არ ურთიერთობენ. ის ნაწილი, ვინც გორში ცხოვრობს, ცდილობენ ქართული ენის დაუფლებას და შვილები ქართულ სკოლებში დაჰყავთ. 20-ვე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის დახმარებით არ სარგებლობენ და არც იციან თუ არსებობს რაიმე სერვისი მათთვის. გამოკითხულ ქალებში ფსიქო-ემოციური ფონი მწვავეა, მათ არ ჩატარებიათ არანაირი რეაბილიტაცია ამ მხრივ მაშინაც კი, რაც ლტოლვილებად იქცნენ. ერთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტიც გამოიკვეთა პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიური პრომლემები არსებობს. გამოკითხულთაგან ერთ-ერთი მათგანი სამოქალაქო აქტივისტი იყო, თუმცა საქართველოში არავისთან აქვს ურთიერთობა. ჩაკეტილი ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი და არც სკოლაში დადიან. ამასთან ისინი აღნიშნავენ, რომ უჭირთ ომისგან მიღებული სტრესის დაძლევა”, – წერია NEO TV – ს მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კითხვაზე, თუ რა გაუარესდა მათ ცხოვრებაში, ბოლო 10 თვის განმავლობაში აღნიშნეს, რომ ესაა ფინანსური მდგომარეობა. გამოკითხული ქალებიდან 3-ს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და არ იცის სად ან ვისთან მივიდეს დასახმარებლად. არიან ქალები, რომლებსაც გარეთ გასასვლელი ტანსაცმელიც არ აქვს, რადგან ნაწილი ზაფხულის სეზონზეა შემოსული საქართველოში.

“გაუარესდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ასევე აქვთ ადგილობრივ თემთან ურთიერთობის სირთულე. არ აქვთ კავშირი სხვა უკრაინელ ლტოლვილებთან. საჭიროებას თავადვე ასახელებენ, რომ დაამყარონ კონტაქტები ერთმანეთთან. პრობლემა აქვთ ყოველდღიური საკვების მოძიებაში და უმრავლესობას აქვს მოუწესრგებელი საყოფაცხოვრებო გარემო. ენის ბარიერმათ დასაქმებასაც ხელს უშლის. კომუნალური პრობლემები და გადასახადები აწუხებთ, მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს მაინც უკრაინიდან, ახლობლებისგან გადმოგზავნილი თანხა წარმოადგენს, რაც როგორც თავად ამბობენ, საკვებში არ ჰყოფნით”,-ამბობს ფსიქოლოგი, ირინა პეტროვა.

საქართველოში,მათ შორის შიდა ქართლში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილი ქალების საჭიროებების კვლევა NEO TV – მ “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგელბში ჩატარდა სახელწოდებით, “NEO TV, როგორც მედიატორი უკრაინიდან ლტოლვილი ქალების მხარდასაჭერად”. ამ მიზნით პერიოდულად სპეციალური გადაცემაც მზადდება, სადაც უკრაინელი ქალები ლტოლვილობისას არსებულ პრობელემებსა და საჭიროებებზე თავადვე საუბრობენ.

ბლოგების კონკურსი “ნატოს ელჩი – 2022” – ტიტულის მოსაპოვებლად

ნეო ტვ აცხადებს ბლოგების კონკურსს თემაზე “რატომ ნატო?” საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის “ნატოს ელჩი – 2022” ის გამოსავლენად. ბლოგის თემა უნდა მოიცავდეს ევროატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს ავტორის მსჯელობასთან ერთად. კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გზით დეზინფორმაციის და ყალბი ამბების აღმოფხვრას NATO – ს შესახებ. ბლოგის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს (11 – შრიფტი). ბლოგების გამოგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: neotv.ge@gmail.com 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. (მასალას დაურთეთ თქვენი სახლი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი).


კონკურსი ხორციელდება ნეო ტვ-ს პროექტის  “ქალები და ახალგაზრდები NATO – ს მხარდასაჭერად დეზინფორმაციის წინააღმდეგ” ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი ნაწილია ფართომასშტაბიანი პროექტის – “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში”, რომელსაც სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ახორციელებს , აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობის გაზრდას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცემათ. მათ შორის საუკეთესო ნაშრომის ავტორს სპეციალური ტიტული “ნატოს ელჩი 2022 – საოკუპაციო ხაზიდან” მიენიჭება.

სამოქალაქო აქტივიზმი სკოლის ასაკიდან და მოთხოვნადი პროფესიები – ნეოლაბი

გადაცემის სტუმრები:

  • თამარ მეზვრიშვილი – “ნეოლაბის” პროექტის მონაწილე.
  • ნინო მეგრელიშვილი – პროფესიული განათლების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი გორში

წამყვანი: რუსკა ბუზიაშვილი

გადაცემა მომზადებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად Neo Tv-მ ახალი პროექტი დაიწყო

Neo Tv – მ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებების კვლევა დაიწყო. პროექტი, რომელიც “ქალთა ფონდის” მიერაა მხარდაჭერილი, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალების მხარდაჭერის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

დაგეგმილია უკრაინელი ქალებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მათ მშობლიურ ენაზე და საზოგადოებაში მათ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციების განეიტრალება სპეციალური ანგარიშების თუ ფაქტების წარმოჩენით.

პროექტზე მუშაობისას, Neo Tv – მ სამიზნე ჯგუფებთან გამოკითხვა ჩაატარა, რა დროსაც საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალები სხვადასხვა პრობლემასა და ბარიერებზე მიუთითებდნენ.

“ჩვენთვის, უკრაინელი ქალებისთვის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში აუცილებელია “ქალის გონზე მოყვანა”, რათა მან გააგრძელოს ცხოვრება, მუშაობა და შვილების აღზრდა,”-აღნიშნეს მათ Neo Tv – სთან საუბრისას.

პროექტის ფარგლებში უკრაინელ ლტოლვილ ქალებთან ფსიქოლოგი იმუშავებს და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციასაც გაუზიარებს. მოგვიანებით, გაიმართება მრგვალი მაგიდის შეხვედრები და მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა სექტორის ჩართვა მოხდება.

“ამ პროექტით მოხდება საჭიროებების იდენტიფიცირება, გაცნობიერება, ვინაიდან დაბნეულობა ნამდვილად შეიმჩნევა მათში. დაგეგმილია ასევე პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება, უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით, ვფიქრობთ ამ პროცესში აქტიურად ჩავრთავთ სამთავრობო და კერძო სექტორს პრობლემების მოსაგვარებლად. ეს საუბარი მათ დაეხმარებათ საჭიროებების უკეთ გაცნობიერებაში და გადაწყვეტის გზების ძიებაში, ასევე პრიორიტეტების განსაზღვრაში“, – ამბობს პროექტის ფსიქოლოგი, ირინა პეტროვა.

პროექტის ფარგლებში პერიოდულად მომზადდება გადაცემა “მედიატორი”, სადაც მონაწილეობას უშუალოდ უკრაინელი ქალები მიიღებენ და არსებულ საჭიროებებზე პირადად ისაუბრებენ.

“ყველაზე კარგად ჩვენ, ქართველებს გვესმის ის ტკივილი, რასაც უკრაინელი ხალხი განიცდის. ჩვენ ვიცით ის საჭიროებები, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ომი დამთავრდება. ქალაქები და სოფლებიც აღდგება. ეკონომიკა გაძლიერდება, მაგრამ ომით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმა, მთელი ცხოვრებაა”, – ამბობს პროექტის კორდინატორი, ეკა სუხიშვილი.

პროექტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ დაგეგილი აქტივობებით, უკრაინელი ქალების პრობლემების გადაჭრისთვის ხელშეწყობა და ამ პროცესში სხვადასხვა ინდივიდების თუ ჯგუფების ჩართვა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.

როგორ გვესმის “გათხოვება” და რა უნდა გაიაზრონ გოგონებმა და მშობლებმა ამ გადაწყვეტილებამდე?

“ფსიქოლოგის რჩევები” – ელისო ამირეჯიბის რეკომენდაციებით.

რუბრიკა მომზადებულია “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის” პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია “ფონდი ტასოს” მიერ.

რა წერია კანონში ქალთა მიმართ ძალადობაზე და რატომაა მნიშვნელოვანი დაზარალებულად აღიარება?

ქალთა მიმართ ძალადობის და დამცავი მექანიზმების შესახებ საიას გორის ოფისის იურისტი, რევაზ რევაზიშვილი საუბრობს.