მთავარი Blog გვერდი 33

“ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე კრემლი გამუდმებით ავრცელებს მითებს”

ნატო-საქართველოს ურთიერთობები რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რაზეც საზოგადოებაში არაერთი მითის გავრცელებას და დამკვიდრებას ცდილობს.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ოკუპირებულ რეგიონებზე, რომლის გამო, კრემლის პროპაგანდის მიხედვით, საქართველო ვერ შეძლებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას.

ერთ-ერთი მითის თანახმად, ნატოში გაერთიანდების შმთხვევაში საქართველო “სამხედრო პლიგონად” იქცევა. ექსპერტების შეფასებით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების განწყობებზე ზეგავლენას და ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

ამ და სხვა საკითხებს, გადაცემაში “რატომ ნატო” საინფორმაციო ომის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი მიმოიხილავს.

https://www.facebook.com/neotv.ge/videos/524114919780712

მცირე გრანტები გაიცა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით, ახორციელებს.

რა პროექტები განხორციელდა გორის მერიის მხარდაჭერით, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში? – წლის შეჯამება

თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 10 საპროექტო განაცხადი მიიღო, აქედან უწყებამ 7 პროექტი დააფინანსა. პროექტებით მოსარგებლეთა რაოდენობა 532 ბენეფიციარია.

რა სახის პროექტები განხორციელდა მერიის ხარდაჭერით გორის მუნიციპალიტეტში? განხორციელებული აქტივობები, გადაცემაში “ნეოლაბი” გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ბერიანიძემ შეაჯამა.

გადაცემა მომზადებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

პამპერსი და პედიატრი გვჭირდება  – ხერსონიდან წამოსულმა ქალმა გორში იმშობიარა

28 წლის ანასტასია ახალშობილის გოგონას დედაა, რომელიც მხარდაჭერას საჭიროებს. მისთვის ეს პირველი შვილია და მის  მოვლასთან დაკავშირებით გამოცდილება არ აქვს. ოჯახთან ერთად 4 თვე მოუწია ოკუპირებულ ხერსონში ცხოვრება. უკრაინიდან საქართველოში ივლისში ჩამოვიდა. ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში ცხოვრობდა.

“თავიდან მოსახლეობის დაბომბვა ნაკლებად იყო, მაგრამ ქალაქში იყო საკვების პრობლემა და სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა. შემდეგ დაიწო ქალაქის დაბომბვა და იქ დარჩენა ორსული ქალისთვის უკვე სარისკო იყო. გადავწვიტეთ საქართველოსთვის შეგვეფარებინათ თავი. დედამთილთან ერთად დავტოვე ქვეყანა, მეუღლე იქ დარჩა. საქართველოში ივლისში ჩამოვედით. თავიდან ცოტა ხანს ბათუმში, შემდეგ კი თბილისში ვცოვრობდით, მაგრამ ბოლოს ეკონომიური პრობლემების გამო, გორზე შევაჩერეთ არჩევანი და უკვე 5 თვეა აქ ვართ. ძირითადად მეზობლები და სახლის მეპატრონე გვეხმარება საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით. მეუღლეს მხოლოდ სოციალური ქსელით ვესაუბრები. ამჟამად ის ქალაქ ოდესაში ცხოვრობს”,– ამბობს ანასტასია.

ოჯახი ჩართულია ბინის ქირავნობის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად გორის მერია 400 ლარის ოდენობით თანხას ურიცხავს. ოჯახიდან არავინ მუშაობს.

ანასტასიას ძირითადად ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე საუბრობს. ესაჭიროება პედიატრი, ვინაიდან ახალშობილი ერთი თვის ხდება და აცრების ჩატარებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას საჭიროებს. ასევე ესაჭიროება პამპერსი.

ნეო ტვ-ს პროექტის ფარგლებში “ქალთა ფონდის მხარდაჭერით” ანასტასიას სისტემატურად უტარდება ფსიქოლოგიური კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში  სათანადო დახმარება მიეწოდება.

დღეს არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება

0

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინა ხოვრვატიას დაუპირისპირდება. აღსანიშნავია რომ ორივე გუნდის ლიდერები, მესი და მოდრიჩი, კარიერაში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობენ. ეს კი მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს.

შეგახსენებთ, ეს გუნდები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზეც გადაიკვეთნენ, მაშინ ხორვატიამ დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა არგენტინის ნაკრები.

თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

რატომ ნატო?! – პროექტის მონაწილეებმა ექსპერტებს მოუსმინეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადებული მცირე პროექტების კონკურსის გამარჯვებულებისთვის სემინარი გაიმართა. შეხვედრას ნეო ტვ-ს პროექტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ მიმართა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და გამარჯვებული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა და ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ ჩაატარეს ლექციები. ყურადღება გაამახვილდა ნატო-სა და ევროკავშირის ინსტიტუტებსა და მათ თავისებურებებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებზე, ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციებსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრას ნეო ტვ-ს, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციის პროექტში ჩართული ის ქალები და ახალგაზრდები დაესწრნენ, რომლებიც აღნიშნული მიზნით საკუთარ თემში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინდივიდუალურ საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ და NATO – ს ახალგაზრდულ კლუბებს შექმნიან. 

“მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქეებმა კარგად გაიაზრონ საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობებზე ინფორმაცია, თუ რატომა აუცილებელი იყოს ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ალიანსის წევრი. ვისაუბრეთ ასპირანტ ქვეყნებზე და სხვა სახელმწიფოებზე, რუსეთის პროპაგანდის პარალელურად. ბევრი ახალი ინფორმაცია მოვისმინე, რაც აქამდე არასწორად ვიცოდი”, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს მარიამ გაბლიშვილმა, რომელიც სოფელ ზარდიაანთკარის მაცხოვრებელია. 

“დღევანდელ შეხვედრაზე გავიგეთ რა არის NATO. რატომ გახდა საჭირო მისი შექმნა და რას ნიშნავს ქვეყნის ნეიტრალიტეტი.. რატომ არის აუცილებელი გვყავდეს სანდო მეზობელი და რა ზიანი შეიძლება მოიტანოს დეზინფორმაციამ ქვეყნისთვის, რატომ არის ასევე მნიშვნელოვანი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შესახებ სწორი ინფორმაციის ცოდნა,”-ამბობს სოფელ აძვში მცხოვრები მერი კორინთელი. 

“როდესაც არჩევანს აკეთებ, მნიშვნელოვანია იცოდე, რას ირჩევ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და აქტუალურია ამ პროექტის მთავარი იდეა- “რატომ ნატო?” დღევანდელ შეხვედრაზე კი ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავ კითხვას გაეცა პასუხი, რაც ხელს უწყობს აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას.”-აღნიშნა შინდისში მცხოვრებმა ნინო საბანაძემ. 

“ძალიან მომეწონა ეს სემინარი. გასაგებად იყო ახსნილი რა არის NATO და რა სტრატეგიებს იყენებს სხვადასხვა პროექტების განვითარებასა და თანამშრომლობაზე, თავდაცვის გაძლიერებით და სასწავლო კურსებით. რატომ არის აუცილებელი ნატო და რა გარანტიებს იძლევა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში”, – ამბობს სოფელ კოშკაში მცხოვრები ლია მიქელაძე. 

ნამდვილად საინტერესო შეხვედრა იყო, ბევრი სიახლე იყო ჩვენთვის მოწოდებული. დაწვრილებით განვიხილეთ NATO-სა და ევროკავშირის არსებობის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოს პერსპექტივები. უკვე მაქვს ინფორმაცია NATO-ს და ევრიკავშირის მიზნების, შექმნის იდეის და დანიშნულების შესახებ, ასევე საქართველსთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, რასაც რა თქმა უნდა გავუზიარებ ჩემ თანასოფლელებს”-ამბობს სოფელ ბერშუეთში მცხოვრები თამარ გლურჯიძე. 

ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადებული მცირე პროექტების კონკურსის შედეგად შეირჩა ხუთი საუკეთესო საპროექტო წინადადება თბილისისა და აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან. შერჩეული პროექტები ეხმიანება საინფორმაციო ცენტრის მიზანს გაზარდოს მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ამაღლდეს მოსახლეობის ცოდნა და ინფორმირებულების დონე ნატო-სა და ევროკავშირის, ევროპული იდენტობისა და ღირებულებების შესახებ და გაიზარდოს მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ.

“რეალურად,ნატო და ევროკავშირი იმდენად ამოუწურავი თემებია სასაუბროდ,შეუძლებელია სრულ ინფორმაციას ფლობდე ამ თემაზე. ამიტომ ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი,განსაკუთრებით მაშინ,თუ გავითვალისწინებთ რომ ინფორმაცია მივიღეთ ამ საქმის ნამდვილი ექსპერტებისგან” – ამბობს რუსკა ბუზიაშვილი, რომელიც პროექტის ფარგლებში გადაცემის “რატო ნატო?!”-წამყვანია. 

მცირე გრანტები გაიცა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით, ახორციელებს.

NEO TV -ს რჩეულს “ენების ინოვაციური აკადემია” ინგლისურს უფასოდ შეასწავლის

NEO TV – ს რჩეული, მერი კორინთელი ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლის. ინიციატივა “ენების ინოვაციური აკადემიის”ხელმძღვანელმა, ნინო ღარიბაშვილმა  NEO FEST – ს დასკვნით ღონისძიებაზე გააჟღერა. მისი განმარტებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები, რომლებიც მუდმივი განვითარებისკენ არიან ორიენტირებულები განსაკუთრებული მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდებათ. მისი აღნიშნული შეთავაზებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 

“მერი კორინთელი, ცხოვრობს სოფელში, რომელიც ძალიან ახლოსაა საოკუპაციო ხაზთან. მისი პრეზენტაციიდან მოვისმინეთ, რომ ქალები სისტემატურად ტოვებენ მშობლიურ მხარეს და ემიგრაციაში მიდიან. Neo Fest – ის ღონისძიებაზე მან ისაუბრა თუ რა დიდ მანძილს გადის, უმეტესად ფეხით, რომ ასეთ პროექტებში ჩაერთოს და შემდეგ მიღებული ცოდნა თანასოფლელებსაც გაუზიაროს. ამიტომ ვთვლი, რომ მერის და მის მსგავს ძლიერ ქალებს, რომლებიც არსებული ვითარების მიუხედავად სოფელს ამაგრებენ და რჩებიან ადგილზე მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდებათ,”-აღნიშნა ნინო ღარიბაშვილმა.

მერი კორინთელის დღევანდელი პრეზენტაცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვიდან, ქალების და ზოგადად ოჯახების მასიურ გადინებას ეხებოდა. რომლის შესახებაც ინფორმაცია კარდაკარ გამოკითხვის პრინციპით, საკუთარ სოფელში თავად შეაგროვა. 

NEO FEST – 2022 – ის გამარჯვებულების დაჯილდოება 10 დეკემბერს გაიმართება

Neo Fest – 2022 – ის გამარჯვებულების ვინაობა 10 დეკემბერს გახდება ცნობილი. 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი Facebook მომხმარებელმა უნდა გამოავლინოს. ყველაზე მეტი შეფასების მქონე ნამუშევრისთვის კონკურსანტებს სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ. ღონიძიების ორგანიზატორია ნეო ტვ, რომელმაც ფონდი ტასოს მიერ მხარდაჭერილი 8 თვიანი პროექტი დაასრულა.

კონკურსამდე მონაწილეებმა ინტენსიური ტრენინგები და მასტერკლასები გაიარეს, რის შემდეგაც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძელზე, საკონკურსო ვიზუალიზაციები შექმნეს. თითოეული მათგანი ქალთა ცხოვრებას ასახავს, რომლის შესახებ კონკურსანტები ღონისძიებაზე დეტალურად ისაუბრებენ.

” მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში საოკუპაციო ხაის სიახლოვეს მდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებმა გოგონებმა და ქალებმა ციფრული ტექნოლოგიებისა და სასარგებლო რესურსების გამოყენების კუთხით, უნარები გაიუმჯობესეს. უმრავლესობასთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რადგან მათ უკვე გააჩნიათ სათანადო გამოცდილება, რითიც საინტერესო ვიზუალიზაციებს შექმნა შეუძლიათ სხვადასხვა თემაზე. ვფიქრობთ, საინტერესო პერიოდი გავიარეთ ერთად, თემების შერჩევის, ინფორმაციების დამუშავების და საჭირო მონაცემების ეფექტურად გადმოცემის პროცესში. დარწმუნებული ვარ, ამ სფეროში ჩვენი მონაწილეები ადგილობრივ დონეზე და არა მხოლოდ, კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან”, – ამბობს პროექტის დირექტორი, ნინო ჩიბჩიური.


საკონკურსო ნამუშევრები NEO TV – ს ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული, რომლებზეც ხმის მიცემა დღეს 00:00 საათზე იწურება. 3 გამარჯვებული ფაქტოგრაფის/ინფოგრაფიკის ავტორი კი 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს დაჯილდოვდება.

Neo Fest 2022 წელს დაიწყო და ის ნეო ტვ-ს პირველი პროექტია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ფესტივალი ერთჯერადი არ იქნება და ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

არასამთავრობო სექტორი სკოლებში თავისუფლად უნდა შედიოდეს – ლევან პალიანცი “ნეოლაბში”

გადაცემის წამყვანი: რუსკა ბუზიაშვილი

სტუდიის სტუმარი: ლევან პალიანცი

გადაცემა მომზადებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

შიდა ქართლში უფასო მობილური მამოგრაფიული სერვისი ამოქმედდება

შიდა ქართლის რეგიონისთვის უფასო მობილური მამოგრაფიული სერვისი შეიქმნება, რომელიც დაავადების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, სოფლებში კიბოს სკრინინგის ჩატარებას უზრუნველყოფს.

პროექტი Ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის და “მეგობრობის ხიდი ქართლოსის” ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა. მისი ხელმოწერის ცერემონიას კი ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ირმა ზავრადაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი, მიხეილ შაყულაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მოქმედი ხელმძღვანელი, თამარ გაბუნია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე კუტიბაშვილი და სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნიკოლოზ ძამუკაშვილი, “Მეგობრობის ხიდი ქართლოსის” წარმომადგენელი, სვეტლანა ბიბილური.

პროექტის ხელმოწერის ცერემონიას მასპინძლობდა იაპონიის საელჩო საქართველოში, სადაც ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას.

როგორ შევქმნათ ოჯახში “ამინდი”, ძალადობის აღმოსაფხვრელად – თემურ სამხარაძის რჩევები

ძალადობის შემთხვევების საფუძვლები, მსხვერპლებისა და მოძალადეების წარსულსა და მომავალში – საკითხებს ფსიქოლოგი, თემურ სამხარაძე განიხილავს. რუბრიკა მომზადებულია კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის პროექტის ფარგლებში, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით.