მთავარი Blog გვერდი 32

“ხერსონი ორსულ რძალთან ერთად, რუსეთის გავლით დავტოვე” – მედიატორი

ელენა გვოზდიკოვა ორსულ რძალთან ერთად ხერსონიდან ჩამოვიდა. ამჟამად უკვე შვილიშვილთან ერთად გორში ცხოვრობს და არსებულ საჭიროებებზე საუბრობს. მისი ოჯახის შესახებ ინფორმაცია Neo Tv – მ რამდენჯერმე გაავრცელა, რის შედეგადაც ადგილობრივებმა სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინეს. უფრო მეტს, გორში მცხოვრებ უკრაინელ ოჯახზე გაიგებთ გადაცემაში “მედიატორი”, რომელიც მხარდაჭერილია “ქალთა ფონდის” მიერ.

გადაცემის წამყვანი – ეკატერინე სუხიშვილი

სტუმარი – ელენა გვოზდიკოვა (ლტოლვილი ხერსონიდან)

მითები ნატო-საქართველოს შესახებ, რომელსაც რუსეთის პროპაგანდისტები აფინანსებენ

 ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ მითები ჩვენს საზოგადოებაში მყარადაა ფესვგადგმული და ყოველდღიურად არაერთ რეალობას აცდენილ დეტალებს ვისმენთ, როგორც საზოგადოების მხრიდან ისე პრორუსული არხებიდან თუ სოციალური ქსელებიდან, განსაკუთრებული შიშს მათში საქართველოს ნატოში გაწევრიანდების საკითხი იწვევს. მათი აზრით, ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდება ბაზები და საქართველო სამხედრო პოლიგონად გადაიქცევა. ამ და სხვა მითებთან დაკავშირებით ნეო ტვ-სთან საიფნორმაციო ომის მკვლევარმა, დავით ძიძიშვილმა ისაუბრა. 

“ნატოს წესდება პირდაპირ არეგულირებს ამ საკითხს და ამბობს, რომ თუ თქვენ გაქვთ სურვილი,რომ ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის ბაზა განთავსდეს თქვენს ტერიტორიაზე, ეს ასე მოხდება, მაგრამ თუ ეს თქვენ არ გინდათ მაშინ, ამას ვერავინ გაიძულებთ. ანუ,მთლიანად წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული განთავსდება თუ არა მის ტერიტორიაზე რომელიმე სხვა, ნატოს წევრი, ქვეყნის სამხედრო ბაზა”.

ამასთან, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება ვერ იაზრებს რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ნატოს, რომელიმე წევრი ქვეყნის ბაზების განთავსებამ საქართველოს. სწორედ ესაა ამ შიშისა და მიუღებლობის ერთ-ერთი მიზეზიც.

“რატომ უნდა განთავსდეს ან არ განთავსდეს რომელიმე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები,თქვენს ტერიტორიაზე. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე არის რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ბაზა, განსაკუთრებით სამხედრო-საჰაერო ძალები, იმიტომ, რომ როგორც იცით ბალტიისპირეთი ძალიან ახლოსაა და ესაზღვრება კიდეც რუსეთის ფედერაციას და რადგან ფინანსურად არ ჰქონდა რესურსი ბალტიის სამ ქვეყანას იმისა, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვის ელემენტის პარალელურად ძლიერი საჰაერო ელემენტიც ჰქონოდა ანუ თვითმფრინავები შეენახა, პილოტები მოემზადებინა და ა.შ, ნატო აძლევს მათ იმის შესაძლებლობას რომ ცა ჰქონდეთ დაცული, ამიტომ რიგრიგობით სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები მორიგეობენ ბალტიის ცაში და ამით აკონტროლებენ საზღვრებს”.

როდესაც მითებზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისიც, რომ ხშირად,საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პრორუსულ საზოგადოებასთანაა გაერთიანებული, აქტიურად ცრუობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პირობებსა და იმ საკითხებზე, რომლებსაც ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ვაწყდებით. ხშირ შემთხვევაში იმ სიტუაციას,რომელიც ახლაა შექმნილი ხალხის შესაშინებლად იყენებენ და ამბობენ, რომ საქართველო ვერასდროს შეძლებს გახდეს ნატოს ანუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

“სანამ ყველა ის სისუსტეა,რომელზეც ნატო საუბრობს, არ იქნება იმ დონეზე განვითარებული,რაც ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ,მანამდე ძალიან რთულია იმის თქმა, რომ შენ ყველაფერი გააკეთე და ახლა ნატოსგან რაღაც სხვა ტიპის გადაწყვეტილებას ელოდები. ხშირად ახსენებენ ხოლმე, რომ მაგალითად სანამ ოკუპირებული რეგიონები გვაქვს, მანამდე ნატოს წევრი ვერ გავხდებით და ამ მითის გავრცელებას, რუსეთის ფედერაცია აფინანსებს კიდეც…რატომ ვერ ვართ ჯერ ნატოს წევრები?იმიტომ რომ ბევრი რამე გვაქვს ჯერ გასაკეთებელი, რაზეც ნატო ღიად საუბრობს კიდეც. ეს არის დაწყებული პოლიტიკურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებით, დამთავრებული სასამართლო რეფორმებით, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ესაა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც თავის თავში გულისხმობს, რომ, შენ თუ სამხედრო ორგანიზაციის წევრი ხარ, პოლიტიკური სისტემაც უნდა გქონდეს ისეთი, როგორიც დასავლურ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ეკადრება და შეშვენის”, – აღნიშნა დავით ძიძიშვილმა.

რატომ ნატო? – ფაქტები, საოკუპაციო ხაზთან გავრცელებული მითების ფონზე

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ ეს განპირობებული იყო მოსალოდნელი შიშით გერმანიისგან, რომლის ოკუპაციაც სამუდამოდ ვერ
გაგრძელდებოდა, მეორე მხრივ ეკონომიკური კრიზისით, რამაც გადააწყვეტინა ევროპას გაერთიანება და ალიანსის შექმნა. ზუსტად ეს გახდა შემდეგში NATO – ს ანუ ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის შექმნის საფუძველი. ევროატლანტიკური ალიანსი 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში შეიქმნა და მასში 28 ქვეყანა გაერთიანდა. სულ ახლახანს მას შვედეთი და ფინეთიც შეუერთდა. ალიანსის წევრობის სურვილი აქვს საქართველოსაც, თუმცა მანამდე ქვეყანას მთელი რიგი გამოწვევების დაძლევა მოუწევს. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსეთის პროპაგანდაა მომძლავრებული და ხალხის განწყობებზე ზემოქმედებას ახდენს.


“რატომ ნატო?” – ამ კითხვაზე პასუხები საქართველოში დღეს სხვადასხვაგვარია. განსაკუთრებით საყურადღებო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა დამოკიდებულებებია. რუსეთის შეიარაღებულ ჯარისკაცებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ამ საკითხზე შიშით საუბრობს და ჰგონია, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება რუსეთი ძალიან მოკლა ხანში აიღებს საქართველოს.

ეს არ არის ერთადერთი მითი, რაც სამწუხაროდ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ისმის. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი არაერთ დეზინფორმაციას იშველიებს და რეალური ფაქტების გაცნობაზე ხელი არ მიუწვდება.

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი” – ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის და ნათლად ასახავს ქვეყნის ისტორიულ საფუძვლებსა და მისწრაფებებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს დასავლური კურსის ღიად გაცხადებას კი არ მოჰყვა, არამედ ასეული წლებია ჩვენი ქვეყანის საკუთარ მარწუხებში მოქცევას ცდილობს.

მომავალშიც რომ არ გაგრძელდეს ეს მცდელობა და თანმხლები ზარალი და ნგრევა, ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა. ალიანთან საქართველოს ურთიერთოა 1992 წლიდან იწყება და წარმატებითაც გრძელდებოდა 2008 წლის ომამდე. რის შემდეგაც ინტეგრაციის პროცესი გართულდა თუმცა არ შეჩერებულა.

საქართველო საკუთარი ინიციატივით ავღანეთში მშვიდობის მისიას შეუერთდა, რაც ალიანსის წევრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა რა თქმა უნდა რუსეთისთვის მიუღებელია და ყველანაირად ცდილობს მოსახლეობის განწყობების შეცვლას, რადგან ნატოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მარტოს აღარ მოუწევს ბრძოლა და თუ ექნება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიც შეუერთდებიან. პრინციპით, “ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის”.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამწუხაროდ დღემდე ფესვმოკიდებულია პროპაგანდა ოკუპირებულ რეგიონთან ახლოს მდებარე სოფლებში, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე, რაც ჩემ სოფელში ყველაზე ხშირად ისმის.

  • მითი – საქართველო ნატოს წევრი ვერასდროს გახდება, რადგან რუსეთი ამას არ დაუშვებს. რეალურად კი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ნატოს არაწევრი ქვეყანა რუსეთის სახით, ხელს
    ვერ შეუშლის.
    ნატოში ქვეყნის გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ალიანსის წეევრი ქვეყნები
    კონსენსუსის საფუძველზე იღებენ.

  • მითი-საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, სანამ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას არ მოაგვარებს. რეალურად, ნატოს არც ერთ სამართლებრივ დოკუმენტში არ არის მითითებული, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები ხელს შეუშლის ნატოში გაწევრიანებას.

  • მითი – ნატოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზები ავტომატურად განთავსდება. სინამდვილეში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსება წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომატურად არ ხდება, ეს გადაწყვეტილება თავად წევრი ქვეყნის სურვილზეა დამოკიდებული.

  • მითი-საქართველოს გამო ნატო რუსეთთან ომს არ დაიწყებს. რეალობა – ნატოს წევრების უსაფრთხოებას ხელშეკრულების მე-5 მუხლი არეგულირებს, რომლის მიხედვით, ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მთლიან ალიანსზე თავდასხმად ითვლება და რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ნატო ვალდებულებას აიღებს საქართველოს დაცვაზე.

  • მითი – ნატოს კარზე კაკუნი საქართველოს ინტერესებში არ შედის და არც ნატოში გველოდებიან. რეალობა – ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ,საქართველოს უსაფრთხოების რისკის წარმოშობის შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას 30 მოკავშირე ქვეყანა დაუდგება გვერდში

  • მითი – ნატო არაა ქართველი ხალხის არჩევანი, ის თავს მოხვეულია უცხოური ძალების მიერ. რეალობა-ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. ამას ადასტურებს უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტია, როცა მოსახლეობის 77%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

  • მითი -1992 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში პროგრესი არ აღინიშნება. რეალობა – ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს, ღრმავდება და საქართველო სულ უფრო უახლოვდება ალიანსს.

აღნიშნული მითების აღმოსაფხვრელად საზოგადოებასთან რეალურ ფაქტებზე სისტემატური საუბრები უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით აუცილებელი კი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმირებაა. მიუხედავად დეზინფორმაციისა და მასიურად გავრცელებული ყალბი ამბებისა, ყველა ვთანმდებით იმაზე, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ეს მშვიდობა და უსაფრთხოება კი მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირშია.

მარიამ ვალიშვილი

“NATO – ს ელჩი საოკუპაციო ხაზიდან” მარიამ ვალიშვილი გახდა, სტაჟირებას ის NEO TV – ში გაივლის

საოკუპაციო ხაზიდან NATO – ს ელჩის ჯილდოს მფლობელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში მცხოვრები 18 წლის მარიამ ვალიშვილი გახდა. ის თემაზე “რატომ ნატო?!” საუკეთესო ბლოგის ავტორად დასახელდა. მარიამი ამბობს, რომ მის სოფელში, ისევე როგორც გამყოფ ზოლთან ახლოს მდებარე სხვა დასახლებებში რუსეთის პროპაგანდის გავლენები განსაკუთრებით შესამჩნევია, მისი საკონკურსო ნამუშევარი სწორედ იმ მითებს ეხება, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან დაკაბის ფონზე, ოკუპირებული რეგიონებთან მიმართებით ვრცელდება. კონკურსში გამარჯვებული ბლოგი NeoTv.ge – ზე გამოქვეყნდება, მანამდე კი მისი ავტორი პროექის ხელმძღვანელს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც აღნიშნული ჯილდო მას პირადად გადასცეს.

“ჩემთვის ეს ჯილდო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს, უფრო მეტი ვწერო და ვისაუბრო ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ავუხსნა ჩემს გარშემო მცხოვრებ ადამიანებს რატომაა აუცილებელი საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ალიანსში. მე ხვითში ვცხოვრობ, სადაც ყოველდღიურად ხალხი რუსეთის შეიარაღებულ ჯარისკაცებს პირისპირ უყურებს, იტაცებენ ადამიანებს, მოსახლეობაში არის შიში და საფრთხის განცდა ქვეყნის დასავლური კურსის პარალელურად. მასიური დეზინფორმაციის გავრცელების შედეგად არსებობს არასწორი შეხედულებები და დამოკიდებულებები ნატოსა და ევროკავშირზე, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია არა მხოლოდ ტელევიზიებიდან და ოფიციალური ვიზიტებიდან გავაჟღეროთ საჭირო ინფორმაცია, არამედ პირადად შევხვდეთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს და ავუხსნათ “რატომ ნატო”,- ამბობს გამარჯვებული ბლოგის ავტორი, მარიამ ვალიშვილი.

“ნატოს ელჩი საოკუპაციო ხაზიდან” NEO TV – ში სტაჟირებას გაივლის, რის შედეგადაც მას სტატიების და ვიზუალური მასალების შესწავლა- მომზადება შეეძლება. პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კონკურსი გამოცხადდა სწორედ ნეო ტვ-ს ეკუთვნის, რომელიც მან “ნატოსა და ევროკავშიირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” მხარდაჭერით განახორციელა.

ლიახვის ხეობელმა ცისანა ბაბუციძემ ქურთის საავადმყოფოს მედპერსონალს პროფესიული დღე მიულოცა

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი ცისანა ბაბუციძე ქურთისა საავადმყფოს ესტუმრ და იქ დასაქმებულ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. მისი განმარტებით, მედიცინის წარმომადგენლები განსაკუთრებულ პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებენ მისი ამ გადაწყვეტილების მიზანი და საფუძველიც სწორედ ეს იყო. ღონისძიებას ლიახვის ხეობიდან დევნილი სხვა ადამიანებიც ესრებოდნენ. 

“სრულიად საქართველოს მედპერსონალს ვულოცავთ პროფესიულ დღეს! განსაკუთრებულად კი ქურთის საავადმყოფოს საოცარ მედპერსონალს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ და იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად, გულმოდგინედ და დაუღალავად ემსახურებიან პაციენტებს! ეს დღე ამ საოცარ გუნდს წეროვანში მიულოცა უკეთილშობილესმა და ყველასათვის საყვარელმა ქალბატონმა ცისანა ბაბუციძემ! ქალბატონმა, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე გაუკეთებია საკუთარი ხალხისთვის,”-აღნიშნავდნენ იქ მყოფი დევნილები. 

საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღე ყოველწლიურად, 23 დეკემბერს აღინიშნება.

აგვისტოს ომის მუზეუმში “საოკუპაციო ხაზიდან ნატოს ელჩის” დაჯილდოება გაიმართება

0

23 დეკემბერს 13:30 საათზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ნეო ტვ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმი უმასპინძლებს და მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ირინა შამილაძე და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი, მარიამ გიგაური.  

შეხვედრის მომხსენებლები ნეო ტვ-ს პროექტის ლიდერები იქნებიან, რომლებმაც შიდა ქართლის 10 სოფელში ადგილობრივ ქალებსა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა გაუზიარეს და მათი მოსაზრებებიც მოისმინეს. 

სწორედ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და აღნიშნულ თემებზე გამოკვეთილი პრობლემების განხილვას დაეთმობა ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა, რომლითაც ნეო ტვ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მხარდაჭერილ პროექტს დაასრულებს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ნეო ტვ ბლოგების კონკურსში გამარჯვებულსაც დაასახელებს და მას “საოკუპაციო ხაზიდან ნატოს ელჩის” ტიტულს გადასცემს. 

მცირე გრანტები გაიცა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით, ახორციელებს.

საქართველოს NATO – ში გაწევრიანება მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს – ციკო შაქარაშვილი

შიდა ქართლი, მისი მდებარეობიდან გამომდინარე მითებითა და არასწორი დამოკიდებულებებით ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია დასავლური კურსის მიმართებაში. ეს განწყობები განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშია შესამჩნევი. ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და რეალურ ინფორმაციებზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლში ციკო შაქარაშვილმა ნეო ტვ-ს გადაცემაში ისაუბრა. 

ერთ-ერთი მითი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანას ამ ორ დიდ გაერეთიანებაში გაწევრიანებას ხელს უშლის ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, რაც მხოლოდ კრემლის პროპაგანდის ნაწილია არანაირი ფაქტებით თუ ჩანაწერით არ დასტურდება. 

“როდესაც მითებზე ვსაუბრობთ, ეს პროპაგანდა ძალიან მძლავრად და მიზანმიმართულად მუშაობს. შესაბამისად,როდესაც არ გაქვს ინფორმაცია ძალიან მარტივად ხვდები დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, ამიტომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუშაობა. საუკაპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე, ხშირია მოსაზრება, რომ ნატოსა და ევროკავირში საქართველოს ინტეგრაციას ხელს უშლის ოკუპირებული ტერიტორიები. ბევრი მაგალითია იმისა, რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. არ არსებობს ჩანაწერი იმაზე რომ, რომელიმე ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები ხელს უშლის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაში. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები,როდესაც გაწევრიანდნენ ნატოში და შემდეგ უკვე გახდნენ ევროკავშირის წევრები,არ ჰქონდათ მოგვარებული მაგალითად დემარკაციის საკითხი. ნატოში შესვლის შემდეგ მოხდა ხელშეკრულებების გაფორმება და საზღვრების დაზუსტება. შესაბამისად, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ამ გარემოებამ მათ ხელი არ შეუშალა აღნიშნულ პროცესში. ამიტომ ვსაუბრობთ ხოლმე მაგალითებით, იმდენად თვალსაჩინო და ნათელია ეს საკითხი”, – აღნიშნა ციკო შაქარაშვილმა.

საზოგადოებაში განსაკუთრებულ შიშსა და ინტერესს იწვევს კიდევ ერთი საკითხი. კონკრეტულად კი ერთ-ერთი მითის მიხედვით “საქართველოს ნატოში გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას ნიშნავს”, ეს მოსაზრებაც არასწორია, რადგან ნატო საქართველოს მხარს უჭერს,იმ ორი ტერიტორიით,რომელიც ამჟამად ოკუპირებულია.

“არსებობს მითები, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში საქართველოში განთავსდება ბაზები და ფრონტს დავემსგავსებით, არც ესაა მართალი, რადგან თვითონ ქვეყანა ირჩევს (და არავინ აძალებს) უნდა განთავსდეს თუ არა ბაზები მის ტერიტორიაზე. მითუმეტეს ეს მაშინვე არ ხდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. როდესაც ვსაუბრობთ მითებსა და დამოკიდებულებებზე, არ შეიძლება იმ სიკეთეებზეც არ  გავამახვილოთ ყურადღება,რაც ნატოსა და ევროკავშირში შესვლას მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ თითოეული ჩვენგანის ინტერესში შედის ვიყოთ დაცულები და გვქონდეს დაცულობის გარანტია. ამის შესაბამისად ნატო არის ერთადერთი ალტერნატივა დღესდღეობით, რომელიც ამის გარანტიას გვაძლევს, ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანი და ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს კიდევაც ეს მიზანი რომ, გვსურს ვიყოთ ნატოს ალიანსის წევრი ქვეყანა. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რა სიტუაცია ჰქონდათ ნატოში გაწევრიანებამდე და რამდენად დაცულად გრძნობენ ახლა თავს. ბევრად გარანტირებული აქვთ დაცულობა და ჩვენც ზუსტად ეს გვინდა,დაცულობის გარანტია, მითუმეტეს იმ მოცემულობაში რაც გვაქვს, როდესაც რუსეთია ჩვენი მეზობელი. უფროსორად მეზობელი კი არა,ოკუპანტი და მტერია”,-აღნიშნა ციკო შაქარაშვილმა გადაცემაში “რატომ ნატო?!”, რომელსაც ნეო ტვ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მხარდაჭერით ამზადებს.  

აივ ინფექცია და მისი პრევენციის გზები – ტრენინგი გორელი ახალგაზრდებისთვის

გორში, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო ტრენინგი ჩატარდა თემაზე აივ ინფექცია და მისი პრევენციის გზები.

  • რატომ არის აივ/შიდსი განსაკუთრებით საშიში მოზარდებისათვის;
  • აივ ინფექციის სტატისტიკური მონაცემები საქართველოსა და მსოფლიოში;
  • აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით;
  • მოზარდთა ჯანმრთელობა და ბავშვის უფლებათა კოდექსი;
  • აივ ინფექციის გადაცემის გზები, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია;

ამ და სხვა საკითხების განხილვას დაეთმო შეხვედრა, რომლის მიზანია უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკების სწავლება და ინფორმირებულობის ამაღლება 12-17 წლამდე მოზარდებში.

შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო თოდუა უძღვებოდა.

“გორის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში ასახულია ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდებში სხვადასხვა, მათ შორის მომაკვდინებელი დაავადებების პრევენციის მიზნით  ტრენინგ-სემინარების ორგანიზებას. ამ მხარდაჭერის ფარგლებში გვეხმარებიან სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორისაა გაეროს ბავშვთა ფონდი და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდების ინფორმირებასა და დაცვაზე აქტიურად ხორციელდება პროექტები და ეწყობა შეხვედრები”,-აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ახალგაზრდული განხყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი გოგიაშვილმა.

შეხვედრა, პროგრამის – „COVID-19 პანდემიის პრევენცია მოზარდებში ჰიგიენის ხელშეწყობის გზით და აივ ინფექციის პრევენცია მოზარდებში” ფარგელბში გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.

უკრაინელ ახალშობილს სამედიცინო შემოწმება “იავნანაში” ჩაუტარეს

ნეო ტვ – ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იავნანადან” გამოეხმაურნენ. კერძოდ, კლინიკაში ლტოლვილ დედა-შვილს, პედიატრი მარინა ღარიბაშვილი დახვდა. მისი განმარტებით, ჩვილს საჭირო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“დღეს ჩვენ შევხვდით უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს, მათ შორის რძალ-დედამთილს და ახალშობილს. პატარას ჩაუტარდა პედიატრის, კარდიოლოგის კონსულტაცია. პედიატრი მე გახლდით, კარდიოლოგი-ნანა ადეიშვილი. ნეიროსონოგრაფია – თამარ ყანჩაველი. გარდა ამისა ვთხოვე, სხვა ადამიანურ პრობლემაზეც ნუ მოერიდებათ დაკავშირება”, – აღნიშნა მარინა ღარიბაშვილმა.

უკრაინიდან ლტოლვილმა ანასტასიამ გორში, ერთი თვის წინ იმშობიარა. ნეო ტვ-სთან საუბარში ის პამპერსს და ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებულ სამედიცინო კონსულტაციას ითოვდა. ამ დროისთვის აღნიშნული საჭიროებები დაკმაყოფილებულია და დედა-შვილი თავს ნორმალურად გრძნობს. დღეს დილით პამპერსი და სხვა ჰიგიენური ნივთები ახალშობილის ოჯახს მე-8 სკოლის დირექტორმა, ნანა ედიშერაშვილმა გადასცა, სამედიცინო კონულტაციისთვის კი ისინი “იავნანამ” მიიღო და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას დაპირდა.

“მეცნიერებთა სკოლაში” საახალწლო ეკო კუთხე მოეწყო

გორში, “მეცნიერებათა სკოლის” პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ეკო კუთხე მოაწყეს. საახალწლო ატრიბუტები მათ ეკოლოგიურად სუფთა ნივთებით დაამზადეს და მოქალაქეებს ამით გარემოს დაცვის მნიშვნელობა შეახსენეს.

სასწავლო დაწესებულიების ხელმძღვანელის, ეკა სუხიშვილის განმარტებით, მათი სკოლა აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე გარემოს დაცვას აჩვევს.

ეკა სუხიშვილი, “მეცნიერებათა სკოლის” დირექტორი

“ჩვენი სკოლისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც მოსწავლეებს ყოველდღიურად ვესაუბრებით. საახალწლოდაც გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს. ნაძვის მოჭრის ნაცვლად სრულიად შესაძლებელია ასეთი კრეატიული მდიგომებით მშვენიერი ნივთები მივიღოთ და გავალამაზოთ სხვადასხვა სივრცე. სწორედ ამ განწყობით შევაგროვეთ სხვადასხვა ნივთები, მათ შორის სასწავლო, გამოუყენებელი მასალები და შევქმენით საოცარი მორთულობები. ვფიქრობთ, ჩვენი ეს წამოწყება სხვა სკოლებისა თუ ინდივიდებისთვისაც მისაბაძი იქნება და ერთად დავიცავთ გარემოს”, – აღნიშნა ეკა სუხიშვილმა.