მთავარი Blog გვერდი 35

ქალების ურთიერთსოლიდარობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია – ელისო ამირეჯიბი

ქილიკი, კრიტიკა და დისკრედიტაცია – რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების ურთიერთსოლიდარობა – ამ საკითხებზე რეკომენდაციებს უფლებადამცველი, ძდექ-ის აღმასრულებელი დირექტორი, ელისო ამირეჯიბი გვიზიარებს.

რუბრიკა მომზადებულია “კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის” მიერ, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით.

ქალები კიბერუსაფრთხოების პროექტებში და ახალი შესაძლებლობები შიდა ქართლში – “ნეოლაბი”

“რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების გაძლიერება უსაფრთხოების მიმართულებით და რა შესაძლებლობებს სთავაზობენ მათ ადგილობრივი ორგანიზაციები” ამ თემებზე გადაცემაში “ნეოლაბი” საუბრობენ:

მერი კორინთელი – პროექტის მონაწილე სოფელ აძვიდან;

ლელა ლობჟანიძე – “ქართული მედია ჯგუფის” პროექტების კოორდინატორი;

წამყვანი: რუსკა ბუზიაშვილი.

გადაცემა მომზადებულია Neo Tv – ს პროექტის ფარგლებში, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით.

კონკურსი ქალთა ცხოვრების ამსახველი ვიზუალიზაციების წარმოსაჩენად

NeoFest-2022-ისთვის ნამუშევრების მიღება დაიწყო. საკონკურსო ვიზუალიზაციები საქართველოში და მათ შორის შიდა ქართლში, ქალთა ცხოვრებას უნდა ასახავდეს და შესაბამის მონაცემებს გადმოსცემდეს. ვიზუალური მასალა შესაძლოა იყოს პოსტერი, ინფორგაფიკი, ფაქტოგრაფი და ა.შ. თუმცა აუცილებად – რეალურ ფაქტებზე/სტატისტიკაზე დაყრდნობით შედგენილი.

საკონკურსო ნამუშევრები გამოგზავნეთ neotv.ge@gmail.com – ზე, 2022 წლის 20 ნოემბრამდე, (საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად), subject-ში მიუთითეთ “Neo Fest – 2022”.

ყველა მათგანი ერთდროულად გავრცელდება NeoTv – ს ფეისბუქ გვერდზე, გამარჯვებულებსაც სოციალური ქსელის მომხმარებელი გამოავლენს (ჩართულობის რაოდენობით – გაზიარება, კომენტარი, მოწონება და ა.შ.).

კონკურსში გამარჯვებული 3 მონაწილის ვინაობა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს დასახელდება, რომლებსაც NeoFest-2022 – ის ჯილდო გადაეცემათ.

კონკურსი ტარდება Neo Tv – ს პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია “ფონდი ტასოს” მიერ.

მოდელობა, ცეკვა და სამოქალაქო აქტივიზმი გორში – ნეოლაბი

გადაცემის სტუმრები:

  • ანი სტეფანიშვილი (მოცეკვავე, მოდელი)
  • დაკო მურადაშვილი (გორის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე)

წამყვანი: რუსკა ბუზიაშვილი

გადაცემა მომზადებულია გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

ქალებში სოლიდარობა არასაკმარისია – როგორ მივიღებთ გენდერულად დაბალანსებულ საზოგადოებას?

0

ავტორი: ირინა ხმიადაშვილი

ქალების ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. მამაკაცების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქალი მხოლოდ სახლში ყოფნით და შვილების აღზრდით უნდა იყოს დაკავებული, რადგან მათი აზრით, წამყვან პოზიციებზე ქალების ადგილი არ არის. ქალები იგნორირდებიან, ჩაგრავენ და საზოგადოებაში, განსაკუთრებით პერიფერიებში მეორე ხარისხოვნად არიან მიჩნეულები, რადგან მათი აზრით, ქალი მეორე ხარისხოვანი, “ნაკლებად ჭკვიანი” და “სუსტია”. გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ნაკლებად არიან წარმოდგენილები და ძირითადად შემსრულებლად მუშაობენ.

ნებისმიერ საჯარო სამსახურში, რომ შევიდეთ ქალები კი გვხვდებიან და არიან დასაქმებულები, მაგრამ შემსრულებელ პოზიციებზე. ყოველი 10 თანამშრომლიდან 8 ქალია, თუმცა კაცებთან შედარებით დაბალ პოზიციებზე (მათ შორის თანამდებობის არ მქონე). საშუალო ხელფასი (800ლ) 36%-ით დაბალი კაცების საშუალო ხელფასზე(1300ლ). არა და დემოკრატიულ ქვეყანაში, ქალებს ისეთივე უფლებები და გავლენა უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიმღებ პიზიციებზე, როგორიც მამამაკაცებს. სახელმწიფოს მმართველ ორგანოებში ქალების ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქალის სტატუსი ისეთივე დაფასებული უნდა იყოს, როგორიც მამაკაცის. მათ თანაბარი პასუხისმგებლობა გააჩნიათ, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. არის პროფესიები, რომლებსაც ერთნაირი წარმატებით შეიძლება დაეუფლოს ქალიც და კაციც, განსაკუთრებით იქ, სადაც საჭიროო არაა ფიზუკური ძალა. ხშირად ამ ვითარების ახსნას ზოგიერთი ისტორიული წარსულით ხსნის და ამბობს, რომ ოდითგანვე “ოჯახის თავი არის კაცი და ქვეყნის ბედსაც ისინი წყვეტენ”, თუმცა ივიწყებენ, რომ საქართველოს ისტორიაში გვყოლია ქალი მეფეებიც – თამარი, თინათინი და ა.შ და ამ დროს საქართველო მეტად ძლიერი იყო. ქალმა საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვა შეძლო ისეთ ძლიერ სფეროში, როგორიცაა პილიტიკა, შერიგება და ურთიერთობების აღდგენა.

თუ დავაკვირდებით არსებულ ტენდენციებს, ქალი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. გააჩნია საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები დამოკიდებულებები, როგორც პოლიტიკაში ისე ოჯახის წინსვლაში. ოჯახსა და პროფესიულ საქმიანობას ერთმანეთს უთავსებს, რაც პანდემიის პერიოდმაც დაადასტურა.

რატომ არ ჩანან უფრო მეტი რაოდენობით ქალები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე?– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პოლიტიკაში ჩართულ ქალესაც უჭირთ.

გარკვეულწილად კვოტირების სისტემამ საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ფაქტია, რომ ქალების ჩართულობა ამ ცვლილებამ გაზარდა. მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯისა, პრობლემა ისევ დგას დღის წესრიგში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქალებში არარსებული სოლიდარობაა. თუ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში იკითხავთ, ითვალისწინებენ თუ არა ქალების მოსაზრებებს, ნახავთ რომ დასაქმებულ ქალებს კონკრეტულ საკითხებზე პოზიციების მოსმენა ისევ თანამშრომელი კაცებისგან სურთ და არა იგივე პოზიციებზე მყოფი ქალებისგან.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, დღეს Facebook-ში კრიტიკის მთავარი ობიექტი ქალი ხდება და ხშირშემთხვევაში ისევ ქალებისგან. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჯერ ქალებს სჭირდებათ მხარდაჭერის მოპოვება ქალებისგან და შემდეგ მათი ერთიანობით კაცებისგან. არსებული ვითარების გამო კაცები უფრო წახალისებულ მდგომარეობაში არიან და თაობიდან თაობას გადაეცემა სტერეოტიპული მიდგომები, თითოქოს “კაცი უკეთესი მმართველია“ ოჯახსა და საზოგადოებაში.

მნიშვნელოვანია, რომ გენდერული სტერეოტიპების განეიტრალება საბავშვო ბაღის ასაკიდანვე დაიწყოს. “ნუ ტირი, გოგო ხომ არ ხარ” და “როგორ იქცევი, ბიჭი ხომ არ ხარ” მიდგომები გენდერულად დაბალანსებულ თაობას ვერ გაგვიზრდის. საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, რა თქმა უნდა ოჯახის წევრების როლი უმნიშვნელოვანესია. მშობლები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ როგორც ძალადობრივ გარემოში ცხოვრებით მომავალ მოძალადეებს ზრდიან, ისევეა ოჯახში გენდერული დისბალანსის ნორმად ჩამოყალიბება მოზარდის ცნობიერებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც გვსურს, რომ მეტი ქალი ვიხილოთ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, უპირველესაც ერთი შეხვედით ასეთ წვრილმან დეტალებს უნდა ვიაზრებდეთ და ქალების მიმართ მეტ სოლიდარობას ვავლენდეთ.

“ნეო სტუდია” საბავშვო გადაცემაში მონაწილეობისთვის, ნიჭიერ პატარებს იწვევს

NEO TV – იწვევს 5-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებს, საბავშვო გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. კვირაში ერთხელ “ნეო სტუდია” ნიჭიერ პატარებს უმასპინძლებს და მათ განსაკუთრებული ნიჭითა და შესაძლებლობებით წარადგენს. Neo Tv – ის გადამღები ჯგუფის დახმარებით ისინი კამერასთან მუშაობას ისწავლიან და მაყურებელს საკუთარ თავს თავადვე გააცნობენ.

გადაცემაში მონაწილეობასთან ერთად “ნეო სტუდია” პატარებს კლიპის გადაღების, სიმღერის, ცეკვის და სხვა სახის შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებასაც მისცემს.

დაინტერესებული პირები დაუკავშირდით საბავშვო სტუდიას neotv@gmail.com ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 597 71 19 60

გორში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

გორში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისძიება მოეწყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის  მიზანია, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. მათივე განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

პროგრამის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია “საზოგადოება ბილიკის”  წარმომადგენელმა, ლია გორელიშვილმა გააკეთა. სწორედ ეს ორგანიზაციაა შიდა ქართლში აღნიშნული პროგრამის პარტნიორი.

მარიკა მღებრიშვილი – საზოგადოება “ბილიკის” ხელმძღვანელი

მოსწავლეთა  წარმატებული სასკოლო პროექტი კი დამსწრე საზოგადოებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გააცნეს; 

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პარტნიორული ქსელის მენეჯერი, PH International – ის წარმომადგენელი თამარ ფრუიძე და გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბერიანიძე.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა მოიცავს 11 რეგიონს, საიდანაც ჩართული იქნება 650 სკოლა ქვეყნის მასშტაბით; ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და რაც მთავარია ბიზნეს სექტორი. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სკოლაში მოსწავლეების და ახალგაზრდების, სამოქალაქო პროცესში ჩართულობის გაზრდას, მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას და სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარებას. ასეთი პროექტები დემოკრატიული საზოგადოების ჩართულობის და განვითარების საწინდარია. ადგილობრივი თვითმართბელობა მჭიდროდ თანამშრომლობს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ხელს შეუწყობს ასეთი აქტუალური პროექტების განხორციელებას, -აღნიშნა ნინო ბერიანიძემ.  

სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობაზე, პროფესიულ წინსვლაზე   და  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობის შესახებ, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ნანა ტერმაკოზაშვილის პროგნოზით, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული სკოლები განსაზღვრულ პერიოდში უფრო მეტად აქტიურები გახდებიან.

ნანა ტერმაკოზაშვილი – გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი

ღონისძიებას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება  PH International –  საქართველო მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

ახალგაზრდებისთვის გორში დასაქმების ახალი სივრცე იხსნება l “ნეოლაბი”

გადაცემის წამყვანი: რუსკა ბუზიაშვილი

სტუმრები: ზუკა კურდღელაშვილი, სოსო მეზვრიშვილი

გადაცემა მომზადებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა?

0

ხშირად გვიჩნდება კითხვა, რატომ არ სურს ბავშვების დიდ ნაწილს სკოლაში სიარული? რამდენჯერ ყოფილა არასრულწლოვნებში ისეთი დღეები, როდესაც სკოლაში ისეთივე სიხარულით  წასულან, როგორც მათი მშობლები, როცა შვილი პირველ კლასში მიიყვანეს. რატომ სჭირდებათ უფროსების შეხსენება და თხოვნა გაკვეთილების მომზადებაზე მოსწავლეებს, მაშინ, როცა ამას საკუთარი სურვილით უნდა აკეთებდნენ? ბავშები სწავლის მიმართ საკმაოდ ხშირად გულგრილ დამოკიდებულებას და უინტერესობას იჩენენ. მიზეზი მხოლოდ დილით ადრე გაღვიძება არ არის. არც მხოლოდ მათი „სიზარმაცე,“ რისი ხაზგასმაც ხშირად ხდება ხოლმე.

რამენიმე წამით თუ დავფიქრდებით გაგვახსენდება რომელ გაკვეთილზე გვსიამოვნებდა დასწრება და რა დროს ვრძნობდით დაღლას?  დღეს თითქოს სხვა ეპოქაა და ინტერნეტსაც აბრალებენ სწავლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, რაშიც მშობლებსაც ხშირად ადანაშაულებენ. მიზეზების გარკვევა, ალბათ უფრო შორიდან უნდა დავიწყოთ.

პირველკლასელი ბავშვის სწავლა გართობა უნდა იყოს და არა ყოველდღირად თავზე დადგომა და იძულება რამე გამოწეროს, წაიკითხოს, წიგნებით დაკავდეს. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მას აიძულებენ სწავლას,  საყვედურობენ ან დასცინიან წარუმატებლობის გამო, მას სწავლა კი არ ეყვარება, არამედ შეეშინდება მისი. ამიტომ მოტივაციის წყარო ეკარგება. აუცილებელია ბვშვებს ავუხსნათ, რატომ და რისთვისაა სწავლა აუცილებელი, მისაბაძ მაგალითებზე ვესაუბროთ და ბევრჯერ შევაქოთ კიდეც.  ეს უნდა ხდებოდეს, როგორც ოჯახში, ისე სკოლასა და საზოგადოებაში. რა თქმა უნდა ამ მხრივ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ პედაგოგებსაც. თითოეულს კარგად უნდა ესმოდეს, რა როლი აქვს მოსწავლის, როგორც ბავშის აღზრდაში და სწორი გზით იმუშაოს მასთან. ასეთი პედაგოგები ყოველთვის წარმატებულები არიან საკუთარ საქმეში და მათი მოსწავლეებიც მზად არიან მიზნის მისაღწევად მთებიც კი გადადგან. ამის არაერთი მაგალითია ჩვენს გარშემო.

და მაინც, რა დროს ხვდება ბავშვი რომ აღარ სიამოვნებს, რომელიმე გაკვეთილზე დასწრება და როდის წყდება კავშირი მოსწავლესა და სკოლას შორის? – მოსაზრებები მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ბავშვშია ის განუმეორებელი და შეუდარებელი კარგი თვისება, რის გამოც უნდა გვიყვარდეს, თავს სრულფასოვნად ვაგრძნობინებდეთ და უხაროდეს თანაკლასელებთან გამოჩენა. ალბათ ესაა მთავარი, იმისთვის, რომ სხვა ბავშვებსაც გავააზრებინოთ რატომაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი ყველანაირი ჩაგვრის აღმოფხვრა. 

მარიამ ტერტერაშვილი

რა შემთხვევაში იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას? l “ახალგაზრდა იურისტები”

რას ნიშნავს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და რა შემთხვევაში იღებს მას სასამართლო? – ამ საკითხებზე საიას გორის ოფისის იურისტი, ნონა ასკილაშვილი საუბრობს.