მთავარი Blog გვერდი 28

ვფიქრობ, უცხოურ გრანტებზე ჩემი საპრეზენტაციო თემა, ბევრ ადამიანს დააფიქრებს – ალექსანდრე ვალიაური

0

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო Neo TV-ისა და ForSet-ს, რადგან “ღია მონაცემების ჰაბი” იყო ძალიან მნიშვნელოვანი და  კარგი პროექტი, ინფორმაციულობის თვალსაზრისით. ამავდროულად მოგვეცა საშუალება შეგვეძინა დამატებითი უნარ-ჩვევები. საინტერესო იყო თემაც, რომელიც მე წარმოვადგინე დასკვნით ღონისძიებაზე – “ღია მონაცემების ფორუმზე’’, რომელიც ეხებოდა ბოლო სამი წლის მანძილზე (2020-2023) შიდა ქართლში, უცხოური გრანტების შემოსვლასა და ხარჯვას.

როგორც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ამ სამი წლის მანძილზე შიდა ქართლში შემოსულია 217 მილიონი დოლარის გრანტი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომელიც გამიზნული იყო სრულიად მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე. ეს კოლოსალური თანხა რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს,როგორც ქვეყნის ისე კონკრეტულად შიდა ქართლის განვითარების პროცესზე.

როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლების წარმომადგენლები, ახდენდნენ დისკრედიტაციას და ცდილობდნენ, რომ იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, გამოეყვანათ მტრები, ვფიქრობ, უფრო მეტი ინფორმაციულობაა საჭირო, უფრო მეტი გამჭვირვალობაა წინაპირობა ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის, რადგან თვითონ მოქალაქეებს თუ ეცოდინებათ, რომ გვყავს პარტნიორი ორგანიზაციები და ქვეყნები,რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ ამაში, ეს ინფორმაცია სასიკეთოდ წაადგებათ, როგორც მოქალაქეებს ისე მუნიციპალიტეტებს.

მასალა, რომელზეც მე ვიმუშავე ვფქრობ დააფიქრებს, არა მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც ეს საკითხი სხვადასხვა საქმიანობისას შესაძლოა გამოადგეთ, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, რომლებსაც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ატყუებდნენ, რომ თითქოს მისი დაკანონება ე.წ. გამჭვირვალობისთვისაა საჭირო.

ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებით ბევრი პიროვნების თუ ჯგუფის რეალური სახე გამოიკვეთა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ შეგვეძლოს ინფორმაციის მოძიება და მეორე მხრივ მისი გადამოწმება, იმისთვის რომ არ გავხდეთ მიზანმიმართული პროპაგანდის მსხვერპლნი.

ალექსანდრე ვალიაური

პროექტს, რომელშიც ლექსო მონაწილეობს „ფორსეტის“ მხარდაჭერით, ნეო ტვ ახორციელებს.

“ამბის თხრობა ეფექტურად” – გორში ღია მონაცემების ფორუმი გაიმართა

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის როლზე საუბრით დაიწყო გორში ღია მონაცემების ფორუმი, რომელიც ნეო ტვ-ს წარმომადგენელმა, ეკა სუხიშვილმა გახსნა. ღონისძიება ForSet – ის მხარდაჭერილი პროექტის შეჯამებას მიეძღვნა, სადაც მისმა მონაწილეებმა მიღებული გამოცდილების შედეგად მომზადებული ნამუშევრები წარმოადგინეს. პროექტის მონაწილეებმა ინტენსიური ტრენინგ-სემინარების შემდეგ სხვადასხვა უწყებისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, გამოიყენეს ასევე პორტალი askgov.ge, სადაც უკვე გამოთხოვილი და ხელმისაწვდომია 1300-ზე მეტი საჯარო ინფორმაცია.

მოძიებული მონაცემების დამუშავებისა და ვიზუალიზაციაში გადატანასთან დაკავშირებით მათ ახალი უნარები შეიძინეს და ამ მიმართულებით ცოდნა გაიუმჯობესეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპრეზენტაციო თემებად შიდა ქართლისთვის აქტუალური საკითხები შეირჩა, რაზეც შემდეგ ინფოგრაფიკები ააწყეს. ფორუმს მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელი, თეონა თომაშვილიც დაესწრო. შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო.

მომხსენებლებმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობის შესახებ არსებული შესაძლებლობები მიმოიხილეს და ქვეყანაში ამ მხრივ ბოლო დროს განვითარებული პროცესებიც შეაფასეს. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, აქტიური სამოქალაქო სექტორის და მედიის მუშაობა სწორედ გამჭვირვალობას და ქვეყანაშ დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს, ამ პროცესში კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის ეფექტურად გავრცელება სამიზნე აუდიტორიაზე უფრო მეტ გავლენას ჰპოვებს.

ღია მონაცემების ფორუმი შიდა ქართლში პირველად ჩატარდა, ნეო ტვ-მ ეს პროექტი „ForSet“-ის მხარდაჭერით განახორციელა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარტნიორული მუშაობის გაგრძელებაზე მზად ყოფნა გამოთქვეს და საზოგადოებას ამ მხრივ მეტ სიახლეს და შესაძლებლობების გაზიარებას დაპირდნენ. რაც შეეხება პროექტის ფარგლებში მომზადებულ ინფოგრაფიკებს, ნეო ტვ საკუთარ ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელში მას ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებმა 3 წელში $ 217 მლნ უცხოური გრანტი მიიღეს

გორის, ხაშურის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებმა ბოლო 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან $217 მლნ 403 ათასი გრანტის სახით მიიღეს. მონაცემები თითოეულ უწყებას დამტკიცებულ ბიუჯეტებში აქვს ასახული. პირდაპირი მხარდაჭერის გარდა, უცხოური გრანტების ფარგლებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებშიც მონაწილეობენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა ეხება ჯანდაცვის, დემოკრატიის განვითარების, სოფლის მეურნეობის, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების ინტეგრაციის, ასევე სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობის მიმართულებებს.

სახელმწიფო უწყებების უცხოურ გრანტებში მონაწილეობის შესახებ მოქმედებს პორტალი eamis.ge (საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა), სადაც წლების მიხედვით, ყველა უცხოური მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი. ვებ-გვერდის მიხედვით, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში 2020-2022 წლებში, სულ 188 მლნ 470 ათას 390 დოლარის პროექტია მხარდაჭერილი. მსხვილ დონორებს შორის არიან: საფრანგეთი, ევროკავშირი, ავსტრია, ესტონეთი, გერმანია, იაპონია, გერმანია და თურქეთი.

ვრცელ ტექსტებს აღარავინ კითხულობს, საჭიროა ინფორმაცია ეფექტურად გადავცეთ – რეზო კერესელიძე

0

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია არსებობს, რომელიც ღია და გამჭვირვალეა, თუმცა საზოგადოებას ამაზე ხელმი ნაკლებად მიუწვდება ან არ იცის როგორ გამოითხოვოს შესაბამისი ორგანოებიდან. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ვისაც წვდომა აქვს ამ ინფორმაციაზე, შეიძლება ვრცელი ტექსტების არსებობის გამო თავი აარიდოს მის წაკითხვას. ამიტომ ამ ინფორმაციის ვიზუალური სახით წარმოდგენა ამ პრობლემას გადაჭრის.

ForSet-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ასევე გამოვიყენეთ askgov.ge -ს ბაზა, სადაც ამჟამად 1300-ზე მეტი ინფორმაცია უკვე გამოთხოვილია სხვადასხვა საჯარო უწყებიდან.

მე, პირადად ვაპირებ მოძიებული თემების ვიზუალურ მხარეზე ვიმუშაო მომავალშიც როცა სხვაადსხვა მონაცემის გავრცელება დამჭირდება. დღევანდელ რეალობაში ქართულ ვებ-გვერდებზე მრავალფეროვანი მასალის მოპოვების არჩევანი არაა. სტუდენტები შეზღუდულები არიან ვიზუალური ინფორმაციის მოპოვების კუთხით, მაგალითად, სადისერტაციო თემებზე მუშაობისას და არ ამარტო. მრავალი კვლევა ადასტურებს იმას, რომ  საზოგადოება უკეთესად აღიქვამს, როცა ინფორმაციას იღებს ვიზუალური ფორმით, ვიდრე ტექსტური შეტყობინებით.

მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ვიზუალიზაცია მოხდა ღია მონაცემების ფორუმზე, რომელიც შიდა ქართლში პირველად გაიმართა. ამ ფორუმზე მოწვეული იყვნენ: რეგიონებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე საზოგადოების რიგითი წარმომადგენლები. ვფიქრობ ამ სიახლის დანერგვით რეგიონში უფრო მეტად ეფექტურ მასალებს გავავრცელებთ.

რეზო კერესელიძე

პროექტს, რომელშიც რეზო მონაწილეობს „ფორსეტის“ მხარდაჭერით ნეო ტვ ახორციელებს.

“Ჩვენი მომავალი ევროპაშია და არა რუსეთის გუბერნიაში” – ქართველი ემიგრანტების აქცია ვარშავაში

საქართველოში განვითარებულ პროცესებს Პოლონეთში მყოფი ემიგრანტებიც გამოეხმაურნენ. ისინი ვარშავაში, საქართველოს საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ და ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს. აქციის მონაწილეეები, რომელთა შორის იყვნენ Პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენელები, რუსული კანონის გასაწვევად დაუყონებლივ კენჭისყრას ითხოვენ.

“არა რუსულ კანონს – დაუყონებლივ უნდა ჩაატარდეს მეორე მოსმენა და კენჭისყრით გაიწვიონ უკან კანონპროექტი, რის გამოც ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით დაუპირისპირდა ახალგაზრდებს. Ჩვენი მომავალი ევროპაშია და არა რუსეთის გუბერნიაში,” – აცხადებენ ქართველი ემიგრანტები.

ღია მონაცემების ხელმისაწვდომობაზე გორში დისკუსია გაიმართება

11 მარტს, 13:00 საათზე სასტომრო “გორი ინნი”-ს საკნოფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართება, სადაც ღია მონაცემების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელებენ. ღონისძიება ორ ნაწილად წარიმართება და მისი მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები იქნებიან.

პირველი ნაწილი იმ ვიზუალიზაციების პრეზენტაციას დაეთმობა, რომელიც შიდა ქართლში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე სტატისტიკურ მონაცემებს ეფუძნება, ღონისძიების დასკვნით ეტაპზე კი გაიმართება დისკუსია თემებზე:

  • ინფორმაციის დაცვა, კანონმდებლობა და არსებული გამოწვევები
  • ღია მონაცემების წყაროები და გამჭვირვალობა
  • პერსონალური მონაცემები და საერთაშორისო პრაქტიკა

შეხვედრა ნეო ტვ-ს ორგანიზებით და “ფორსეტის” მხარდაჭერით იმართება, რომლის ფარგლებში შიდა ქართლში ღია მონაცემების ჰაბი გაიხსნა და 15-მდე აქტივისტი გადამზადდა.

დღეს ყველას შეგვიძლია ინფორმაციის გადამოწმება და პროპაგანდისგან თავის დაღწევა – ლიკა მზარეულიშვილი

0

კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნა დღეს უკვე აუცილებელია. მნიშვნელოვანია, როგორც დღევანდელი ახალგაზრდებისთვის, ისე მომავალი თაობებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც მნიშვნელოვანია ყველა ახალგაზრდა ფლობდეს ამ მეტად მნიშვნელოვან ინფომრაციას,რათა ადამიანებმა სწორად შეძლონ მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციის, როგორც მოძიება ასევე მისი ვალიდობის გადამოწმება.

ასევე მნიშვნელოვან უნარებს გამოიმუშავებენ და ისწავლიან, როგორ შეძლონ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის დაცვა, რათა ვინმემ არ გამოიყენოს ბოროტად. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მუდმივად ვდგავართ კიბერ ომის საფრთხის წინაშე. ამისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი პანიკა.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ახალგაზრდა თაობების გადამზადება, როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში. თუ ჩვენ ვიქნებით მობილიზებული და გადამზადებული, შეცდომაში ჩვენი შეყვანა ნაკლებად სარისკო გახდება. ამ უნარებით შევძლებთ სხვადასხვა კომპიუტერული თავდასხმის მცდელობის თავიდან აცილებას და შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარებას.

ლიკა მზარულიშვილი

პროექტს, რომელშიც ლიკა მონაწილეობს „ფორსეტის“ მხარდაჭერით ნეო ტვ ახორციელებს.

“ბევრი საჭირო ინფორმაცია ძალიან მარტივად მოსაძიებელია, მთავარია ვიცოდეთ როგორ..”– მერი კორინთელი

0

21-ე საუკუნის გამოწვევებს შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციფრული ტექნოლოგიებია. „ღია მონაცემების ჰაბი’’ საშუალებას გვაძლევს ფეხი ავუწყოთ ამ გამოწვევებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. არსებობს სხვადასხვა მიეზი თუ რატომ უნდა გქონდეს კომპიუტერული უნდარ-ჩვევების გაძლიერების სურვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში.

ამ პროექტის ფარგლებში ვისწავლეთ თუ როგორ შეიძლება გამოვითხოვოთ ინფორმაციასხვადასხვა დაწესებულებიდან და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციით ინფოგრაფიკის აწყობა, რომელიც იქნება თვალში საცემი, ეფექტური და საინტერესო. ასევე მნიშვნელოვანია იმის შესწავლა თუ როგორ დავიცვათ თავი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. ამ თემებთან დაკავშირებით უკვე მქონდა გარკვეული ცოდნა, მაგრამ ამ პროექტმა მომცა საშუალება კიდევ ერთხელ მიმეღო როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე შეგვიძლია არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემო მყოფების დაცვა და განვითარებაც.

ამჟამად, პროექტი დასასრულისკენ მიდის, გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაციები სხვადასხვა უწყებიდან და ვაკეთებთ ინფოგრაფიკებს, რომლებსაც წარვადგენთ ფორუმზე და დაინტერესებულ პირთა შეკითხვებსაც ვუპასუხებთ.

მერი კორინთელი

პროექტს, რომელშიც მერი მონაწილეობს „ფორსეტის“ მხარდაჭერით ნეო ტვ ახორციელებს.

მონაცემთა ვიზუალიზაცია სკოლის ასაკიდან უნდა ისწავლებდეს – თეონა ჭოველიძე

0

პროექტის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ, სოციალურ ქსელებში უსაფრთხოდ ყოფნის ხერხები და მნიშვნელობა, სხვადასხვა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება და მისი გადმოცემა ვიზუალურად, ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ძალიან საინტერესო იყო ინფორმაციის გამოთხოვის ეტაპი სხვადასხა ორგანოდან, პროექტმა მომცა მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, კერძოდ ვისწავლე მონაცემების დამუშავება, ვიზუალიზაციის აწყობა და სხვადასხვა სანდო საიტიდან ჩემთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება.

ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალური მასალების მომზადებისა და სხვადსხვა პლატფორმზე განთავსების ცოდნას, გავეცანით სხვადასხვა პროგრამას, შევისწავლეთ  canva-ს გამოყენება, სადაც შემიძლია ავაწყო ხარისხიანი პრეზენტაცია, ინფოგრაფიკა და ვიზუალიზაცია.

 აქამდე ამ საიტებთან თუ თემებთან შეხება არ მქონია, ამიტომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩემთვის,რადგან დამეხმარება პროფესიულ განვითარებასა და ზრდაში. ვთვლი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს ეს ცოდნა რათა შეძლონ საკთარი თავის განვითარება და რეალიზება თანამედროვე სამყაროში.

 ასევე,  ვფიქრობ რომ სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ისწავლებოდეს ისეთი საიტებიდან ინფორმაციის მოძიება, რაც ყველასთვის სანდოა და საინტერესოა, რადგან როგორც ვიცით, საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა ამ ყვეაფერის ინდივიდუალურად შესწავლა.

ყოველდღიურად, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადსხვა საიტებზე ვხედავთ თაღლითობის სხვადასხვა შემთხვევებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ცუდ შედეგებამდე მივყავართ,სწორედ ამ ცუდი შედეგებისგან თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი თემების კარგად გააზრება და ცოდნა.

ამჟამად, პროექტი დასასრულისკენ მიდის, სხვადასხვა უწყებისაგან გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაციები, ვქმნით ვიზუალურ მასალას,რომელსაც მალე წარვადგენთ ფორუმზე, სადაც იმ აუდიტორიას მოვიწვევთ, ვისთვისაც გამოსადეგი და საინტერესო იქნება ჩვენს მიერ დამუშავებული და ვიზუალიზაციაში გადატანილი მონაცემები.’’

                                                                                                       თეონა ჭოველიძე

პროექტს, რომელშიც თეონა მონაწილეობს, “ფორსეტის” მხარდაჭერით ნეო ტვ ახორციელებს.

“ყურით გაგონილს თვალით ნანახი ჯობია” – რა ეფექტი აქვს ვიზუალიზაციას?

0

13 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ოთხი დღის განმავლობაში ნეოტვ-ის ოფისში მიმდინარეობა ტრენინგები  მონაცემთა ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისათვის. შეირჩა დახლოებით 10-15 მონაწილე. ტრენერებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება შემდეგ საკითხებზე: თუ როგორ დავიცვათ პირადი პირადი მონაცემები. როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ინფორმაცია ყალბისგან. რომელ საიტებიდანაა შესაძლებელი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა. რომელი ვებ-გვერდის დახმარებით უნდა ავაწყოთ პრეზენტაცია. უშუალოდ შიდა ქართლის რეგიონისთვის შეირჩა ის თემები რის მიხედვითაც უნდა გამოვითხოვოთ საჭირო ინფორმაცია და ავაწყოთ ჩვენი პრეზენტაციები. ინფორმაცები გამოთხოვილია და ამის შესახებ დაინტერესებული პირები უშუალოდ პრეზენტაციების წარდგენისას შეიტყობთ. ჩვენთვის აუცილებელია გვქონდეს მნიშვნელოვანი და ზუსტი ინფორმაცია პრობლემატურ თემებზე და ეს პრობლემები მივიტანოთ საზოგადოებამდე.

ახლა მე მინდა მოგიყვეთ ვიზუალური მასალის ეფექტურობაზე. მე თავად ფოტოგრაფი გახლავართ და ეს ჩემი უშუალო მოწოდებაა.

ჯერ ერთი ჩვენში არის ასეთი გამოთქმა ოდითგანვე გავრცელებული: „ყურით გაგონილს თვალით ნანახი ჯობიაო“. ფოტო და ვიდეო მასალა უფრო მეტად დამაჯერებელი და ეფექტიანია იმ ხალხისთვის, ვისზეც ესა თუ ის ინფორმაციაა გათვლილი. შესაძლებელია ამ მასალის დაარქივება და დიდი ხნით შენახვა. რა დროსაც არ უნდა დაგვჭირდეს ყოველთვის შეიძლება მათი გამოყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიების განვიტარებასთან ერთად მომხმარებელზე რეაქცია სწრაფად უნდა მოვახდინოთ და სწორედ ამისთვის საუკეთესო საშუალება ვიზუალური მასალების მომზადება და გავრცელებაა.

კახაბერ ქარელიძე

პროექტს, რომელშიც კახაბერი მონაწილეობს, “ფორსეტის” მხარდაჭერით ნეო ტვ ახორციელებს.