ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრა საქართველოში სწორედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
სხვადასხვა მრწამსის, წარმომავლობისა თუ შეხედულების მქონე ადამიანებს შორის თანასწორობასაც ისინი უწყობდნენ ხელს.
რა საფრთხეებისა და რისკების განვითარება არსებობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, როდესაც მსგავსი სახის პროექტების განხორციელება შეჩერდება, ამ და სხვა საინტერესო თემაზე საუბრობს სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის დამფუძნებელი, სამირა ისმაილოვა, გადაცემაში “ფაქტი” ნინო ჩიბჩიურთან ერთად.
NEO FEST-2025 – ს გამარჯვებული ლიკა თოოთლაძე გახდა. მის მიერ მომზადებული ნამუშევრების გარდა, ჯილდო მას ნეო ტვ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვისაც გადაეცა.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ დრომდე ლიკა თოთლაძე აქტიურადაა ჩართული დეზინფორმაციის გამოვლენის, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან რეალური ფაქტების მიწოდების და თემში ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.
Neo Fest – გორში 2022 წლიდან იმართება და ის სოფლად მცხოვრები ქალებისა და აქტიური ახალგაზრდების წახალისების მიზნით, NEO TV – ს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.
რა წერია სუსის ბოლო ანგარიშში იმ ქვეყანაზე, რომელსაც საქართველოს 20%-ზე მეტი მიტაცებული აქვს და რას ნიშნავს საქართველოს მთავრობის ეს დამოკიდებულება DRI -ს წარმოამდგენელი უჩა ნანუაშვილი საუბრობს გადაცემაში “ფაქტი”, ნინო ჩიბჩიურთნ ერთად.
საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოში მუშაობას წყვეტს და გადის ქვეყნიდან. მოქალაქეებს კი წლების განმავლობაში მხარდაჭერილი სერვისების დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ. მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ უფლებადამცველები, მედიასაშუალებები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ დრომდე მოქალაქეთა უფლებების დაცვას ცდილობდნენ. შემზღუდავი კანონების შედეგები – გადაცემაში “ფაქტი” ნინო ჩიბჩიურთან ერთად, რომლის სტუმარია Radio WW-ს დამფუძნებელი, მარიკო წიქორიძე.
როგორ ხვდება საქართველო მსოფლიოში განვითარებულ პროცესებს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში? ახალი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები გადაცემაში “ფაქტი” – ნინო ჩიბჩიურთან ერთად, რომლის სტუმარია, ჰიბრიდული ომის მკვლევარი – დავით ძიძიშვილი.
გაუქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, აღარ არსებობს დაზვერვის სამსახური დამოუკიდებელ ინსტიტუტად და ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) ინტეგრირდა.
დაიხურა ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საქართველოს რეგიონებში წლების განმავლობაში მუშაობდა და საზოგადოებას ყალბი ამბებისა და დეზინფომაციული ნარატივების საპირწონედ, დასავლურ პარტნიორებზე გადამოწმებულ ინფორმციას სთავაზობდა და ამ გზით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
მოსახლეობა დეზინფორმაციის პირისპირ, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების გარეშე – ამ თემების განხილვას ეთმობა გადაცემა “ფაქტი”, რომლის სტუმარია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი რეგიონალური წარმომადგენელი, მარიკა ვაჭარაძე.
გორში მედიაცენტრი შეიქმნა, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანები გაერთიანდნენ იმ მიზნით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში, თვითმმართველობების საქმიანობის შედეგები გააცნონ რეგიონის მოსახლეობას. ანალიტიკური მასალები www.NeoTv.ge ზე გამოქვეყნდება და მის შესახებ ყოველკვირეული გადაცემა “ფაქტიც” მომზადდება. გარდა ამისა, მოძიებული მონაცემები და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ადგილობრივ მოქალაქეებთან სპეციალურ შეხვედრებსა და დისკუსიებზე იქნება განხილული.
საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოში მუშაობას აჩერებს. უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ექსპერტული გამოცდილების გაზიარება იზღუდება, გამოხატვის თავისუფლება დასჯადი გხდა.
რა იქნება შედეგი – საზოგადოება მორჩილებაში თუ გამარჯვებამდე ბრძოლაში? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებს განვიხილავთ გადაცემაში “ფაქტი”, რომლის სტუმარია – ექსპერტი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – მორეტა ბობოხიძე.
როგორ გააგრძელებენ ადგილობრივი მაუწყებლები და ონლაინ მედიასაშუალებები საქმიანობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ცენზურის და შემზღუდავი კანონების პირობებში?
გადაცემა “ფაქტი” ნინო ჩიბჩიურთან ერთად, სტუმარი – რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი, ნათია კუპრაშვილი.
აბრეშუმის გალერეაში ჯგუფური გამოფენა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდა 22 წლის თვითნასწავლი ხელოვანი გელა ლეკიშვილი – ყვარელიდან, სოფელ სანავარდოდან. მან ერთ წელიწადში ლითონის მავთულით შექმნილი სკულპტურებით საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ფაქტობრივად, ის ახალი მიმდინარეობის დამკვიდრებას ცდილობს და პარალელურად, ხელოვნების პოპულარიზაციას საკუთარ რეგიონში. სწორედ ამ მიზნებს უკავშირდება მისი სამომავლო გეგმები, რომელთა ნაწილიც უკვე განხორციელებულია. თავისი შემოქმედების, მოტივაციისა და მიზნების შესახებ დღეს ის ნეო ტვ-ს ესაუბრება.
როგორ და როდის დაიწყეთ სკულპტურების შექმნა?
-1 წლის წინ ჩემ თავში აღმოვაჩინე ქანდაკების კეთების სურვილი. არსად არ მისწავლია, პირველად როცა ვცადე, გამომივიდა .პრაქტიკამ ჩემი ნამუშევრების ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. როდესაც ჩემთვის ახლობელ ადამიანებს, და არამარტო, მოეწონათ ჩემი ნახელავი, სტიმული გამიჩნდა, რომ უფრო მასშტაბური და შინაარსიანი ნაკეთობები შემექმნა.
სულ რამდენი ნაკეთობა გაქვთ ამ დროისთვის შექმნილი?
-8 ნაკეთობა მაქვს ამ დროისთვის.შინაგანი ძალა ,ანგელოზი,სამოთხის ნაწილი,თავისუფლება,ბალანსი,იუსტიცია, საქართველოს რუკა-მემატიანე და ორსახოვნება.
რომელი იყო თქვენი პირველი და ბოლო ნამუშევარი?
ჩემი პირველი ნამუშევარია “თავისუფლება” ,რომელიც არწივის ფორმით გამოვსახე. არწივი ჩემთვის თავისუფლების სიმბოლოა.
ბოლო ნამუშევარია “ანგელოზი”, მთლიანად ლითონის მავთულით შექმნილი. მას აქვს მარმარილოს სადგამი, სიმაღლეში 2.70 მ, სიგანეში – 3.10 მ. მისი შექმნა რამდენიმე თვე დამჭირდა. ტექნიკურად ურთულესი იყო – ორი საყრდენით გავაკეთე, და არცერთი შაბლონი არ მქონია.
როგორია თქვენი სკულპტურების სტილი?
ჩვეულებრივ, შავ ფონზე ვმუშაობ ოქროსფერი მასალით. შავი ფონი სარკის ეფექტს ქმნის – ისე ჩანს, თითქოს ფიგურები ორივე მხრიდან ლამობენ გადმოსვლასო,ამავდროულად, ეს ნამუშევრები ფუნქციურია და მოძრაობს.
პროპორციების შესანარჩუნებლად რას იყენებთ?
-მხოლოდ ჩემს გონებას. არანაირი შაბლონი, ზომა ან ჩარჩო.
„საქართველოს რუკა – მემატიანე“ საინტერესო ნამუშევარია. როგორ შეიქმნა ის?
-ეს ჩემი მეორე ნამუშევარია, შექმნილი პატრიოტული მოტივით. ის გადმოსცემს საქართველოს ისტორიას ძვ.წ. XIII საუკუნიდან 2025 წლამდე. ყველაზე ძველი ფიგურაა კოლხეთის სამეფო ,რომელიც ოქროს საწმისითაა გამოხატული, ხოლო ყველაზე ახალი – ქართლის დედა, თვალებზე ახვეული სისხლიანი მოსახვევით. ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია – შეიძლება ეს პირველ შეხედვაზე ვერ შეამჩნიო, მაგრამ ნამუშევარში დიდი იდეა დევს.
რით არის დაკავებული გელა ლეკიშვილი ხელოვნების მიღმა?
-მე ვარ სტუდენტი – ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მიმართულებით.
როგორ უთავსებთ სწავლას, ხელოვნებასა და პირად ცხოვრებას?
-ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი რამ შევისწავლო – ახალგაზრდობას ამის შესაძლებლობა აქვს.
რა არის თქვენი აზრით მთავარი – ნიჭი თუ შრომა?
-ნიჭი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ 10%. დანარჩენი შრომაა და პრაქტიკული გამოცდილება. ხატვა, სხვათა შორის, დასწავლადია – ყველაფერი დამოკიდებულია მონდომებაზე.
რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?
-ყოველი ახალი იდეა ჩემთვის გამოწვევაა. მაგალითად, ანგელოზის სკულპტურის გაკეთება ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო – მსგავსი რამ აქამდე არ მენახა.
როგორ ფიქრობთ, რით დაამახსოვრდებით საზოგადოებას?
-იმედია – განსხვავებული სტილითა და ლითონის სკულპტურებით, რომლებიც ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ იდეით სავსე.
გაქვთ თქვენი სივრცე, სადაც მუშაობთ?
-ვარ სოფელ სანავარდოდან, იქ მაქვს საკუთარი სახელოსნო და ვხსნი სკოლის ტიპის შემოქმედებით სივრცეს. ორი თვის განმავლობაში მე და ჩემი მეგობარი (რომელიც ფერწერას ასწავლის) შევასწავლით სკულპტურას და ხელოვნებას. მინდა, ბავშვებისთვის მივცე ის, რაც მე მაკლდა მათ ასაკში. სამომავლოდ კი ჩემი მიზანია,რომ ეს ადგილი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ასაკისთვის.
ამჟამად რას ქმნით?
-ვმუშაობ ახალ ნამუშევარზე: ორი ადამიანის შორის განსხვავება და ოქროს ჯაჭვი, რომელიც მათ აკავშირებს. რასაც ალეგორიულად გადმოვცემ ა ჭადრაკის დაფის სახით
მომავალში რას გეგმავთ შემოქმედებითად?
-მინდა უფრო მასშტაბური და დეტალიზებული ქანდაკება შევქმნა. ზუსტად ვერ ვხსნი ჯერ როგორ გამოიყურება ,რადგან არ ვიცი როგორ ავსნა ის რაც ჩემ წარმოსახვაშია.
დღეში რამდენ დროს უთმობთ მუშაობას?
-გააჩნია ხასიათს. შემიძლია ღამეებიც გადავათენო, ხანდახან კი ერთი საათი ვიმუშაო.
სად და როდის გქონდათ პირველი გამოფენა?
-ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იყო შემოდგომის ბოლოს ან ზამთრის დასაწყისში. მხატვართა სამყაროს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე მქონდა ნამუშევრები: “სამოთხის ნაწილი” და “ქართველთა ერთობა”.
პერსონალური გამოფენა კი მქონდა ყვარელში 30 აპრილიდან 5 მაისამდე. გამოფენასთან ერთად გაიმართა ღონისძიება “ლურჯი აპრილი”, რომელიც ივანე ქართველის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 800-ზე მეტი ბავშვი იყო მოსული.
ბავშვები დაინტერესებულები არიან თქვენს მხარეში ხელოვნებით?
-შეიძლება ითქვას ,რომ ბევრი ჩემით დავაინტერესე. ინდივიდუალურად ჩავატარე მასტერკლასები თითოეულ ჯგუფთან.
მომავალში სად აპირებთ სწავლის გაგრძელებას?
-დავასრულებ ილიაუნს, შემდეგ ხელახლა ჩავაბარებ ეროვნულებს და ვეცდები გავაგრძელო სწავლა სამხატვრო აკადემიაში